Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Cryptal logo and stats on the left side versus Gate
2023-04-20clock7 minutes

არ აქვს მნიშვნელობა, კრიპტოვალუტების სამყაროში გაცნობას ახლა იწყებ თუ უკვე დიდი პორტფოლიო და გამოცდილება გაქვს, ყოველთვის და ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორი კრიპტობირჟის შერჩევა.

ეს პროცესი დამოკიდებულია უამრავ დეტალზე, თუ რომელი კრიპტოვალუტით გსურს ვაჭრობა, რა ტიპის სტრატეგიას ირჩევ და რამდენად მნიშვნელოვანია საკომისიოები.

ბლოგში მიმოვიხილავთ ორ კრიპტო ბირჟას, Cryptal-სა და Gate.io-ს. შევადარებთ რა სხვაობა არსებობს მათ შორის, რა ქოინებია მხარდაჭერილი და დაგეხმარებით თქვენზე მორგებული კრიპტობირჟა შეარჩიოთ.

მსგავსება Cryptal-სა და Gate.io-ს შორის:

დღევანდელ ბლოგში განსახილველ ორივე პლატფორმას აქვს ის ორი მთავარი ფუნქციონალი, რომელიც კრიპტობირჟას უნდა ქონდეს - კონვერტაცია და Spot ბირჟა.

როგორც Cryptal-ზე, ასევე Gate.io-ზეც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი კრიპტო აქტივები იყიდოთ და გაყიდოთ, კონვერტაციის ფუნქციის გამოყენებით, რა დროსაც თქვენ არ დაგჭირდებათ ლოდინი სასურველი აქტივის მისაღებად.

ასევე Spot ბირჟა, სადაც ათავსებთ გაყიდვის ან ყიდვის შესაბამის ბრძანებას და ელოდებით, როდის შეივსება ის საპირისპირო მხრიდან.

OTC სერვისი (პირადი ბროკერი)

Over-the-counter, ანუ პირადი ბროკერის სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი აქტივები გაყიდოთ, ან სასურველი კრიპტოვალუტა იყიდოთ ბირჟაზე დადებული ბრძანების გარეშე ძალიან სწრაფად და კომფორტულად.

თუ Cryptal-ზე პირადი ბროკერის დახმარება დაგჭირდა, შეგიძლია მოგვწერო.

რა fiat ვალუტებია მხარდაჭერილი?

როგორც Cryptal-ზე, ისე Gate.io-ზე მხარდაჭერილია ძირითადი fiat ვალუტები. მნიშვნელოვანია, რომ ორივე კრიპტო ბირჟაზე ხელმისაწვდომია ქართული ლარის გამოყენება.

ეს ნიშნავს იმას, რომ პალტფორმაზე შეგაქვს შესაბამისი ვალუტა, ის კი შემდგომ, კრიპტალის შემთხვევაში, კონვერტირდება ტოლარში, ტოდოლარსა და ტოევროში.

როგორ შეიძლება თანხის შემოტანა და გატანა?

ორივე პლატფორმაზე, Cryptal და Gate.io, შესაძლებელია ტრადიციული ვალუტის სამივე მეთოდით შეტანა და განაღდება. თუმცა, Gate.io ფიატ ვალუტების განაღდებისათვის იყენებს შუამავალ პლატფორმას და მხოლოდ ევროს გამოტანა არის შესაძლებელი

ბალანსის შევსებაზე და გატანებზე დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.

საკომისიოები

კრიპტო ბირჟის შემთხვევაში არსებობს სამი ტიპის საკომისიო, ესენია: ვაჭრობის საკომისიო, შეტანის საკომისიო და განაღდების საკომისიო.

1. ვაჭრობის საკომისიო

Cryptal-ზე მოქმედებს ფიქსირებული სავაჭრო საკომისიო, როგორც Maker (ბირჟაზე გაყიდვის მოთხოვნა), ისე Taker (ბირჟაზე შესყიდვის მოთხოვნა) შემთხვევაში, ხოლო Gate.io-ზე ცვალებადი პროცენტია, რაც დამოკიდებულია სტატუსზე, რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ პლატფორმაზე თქვენი ვაჭრობის რაოდენობებიდან გამომდინარე.

2. შეტანა & განაღდება

კრიპტალზე არსებულ შეტანის საკომისიოების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახოთ აქ. Gate.io-ს შემთხვევაში კი, ეს დამოკიდებულია პროვაიდერზე, რომელსაც პლატფორმა იყენებს. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მათ ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება განაღდებას:

Gate.io-ზე fiat ვალუტის განაღდება შესაძლებელია მხოლოდ ევროში, Banxa-ს დახმარებით, საკომისიო კი - 1$ შეადგენს.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების პლატფორმაზე შეტანას, Cryptal-ზე ყველანაირი კრიპტო აქტივის შემოტანა უფასოა და არანაირ საკომისიოს არ ექვემდებარება, დეტალურად შეგიძლია იხილო აქ.

ლიმიტები

თრეიდერებისათვის კრიპტო აქტივებით ვაჭრობისას მნიშვნელოვანია ლიმიტების გათვალისწინება. მაგალითად, რა მაქსიმალური თუ მინიმალური რაოდენობის აქტივები შეიძლება განაღდეს ერთი დღის თუ ერთი თვის ჭრილში.

Cryptal-ზე ნებისმიერი შეტანილი აქტივი, იქნება კრიპტოვალუტა თუ fiat ვალუტა, ულიმიტოა. ანუ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის აქტივი შემოიტანოთ და ის თქვენს ანგარიშზე აისახება სრულად.

კრიპტალზე ბალანსის შევსებისათვის რამოდენიმე გზა არსებობს, თუ გაინტერესებს შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.

განსხვავება მხოლოდ საქართველოსა და თიბისი ბანკის ბარათებით შემოტანილ ლარსა და დოლარზე მოქმედებს.

BOG-სა და TBC-ის საბანკო გადარიცხვის მეშვეობით შემოტანილი თანხები ულიმიტოა. ხოლო, საბანკო ბარათებით განხორციელებული შენატანის ლიმიტი 50 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება განაღდებას, საბანკო გადარიცხვების (Wire Transfer)-ების გამოყენებით მინიმალური რაოდენობა 100 ლარს, დოლარსა და ევროს შეადგენს, მაქსიმალური რაოდენობა კი - 5 000 000 შესაბამის ვალუტაში.

თუკი გადაწყვეტ, რომ თანხა საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბარათზე გადაიტანო, ასეთ შემთხვევაში დღიური ლიმიტი 3 000 ლარია, მინიმალური თანხა კი არ არსებობს.

Cryptal-ზე კრიპტო აქტივების შემოტანა და გატანა ულიმიტოა.

ყველა ზემოთ ნახსენები ლიმიტი მოქმედებს Cryptal-ზე ვერიფიცირებული მომხმარებლებისათვის.

თუ გაინტერესებს, როგორ გაიარო ვერიფიკაცია, წაიკითხე ჩვენი ბლოგი.

რაც შეეხება Gate.io-ს, ფიატ ვალუტის განაღდება შესაძლებელია მხოლოდ პროვაიდერ Banxa-ს დახმარებით და ლიმიტი შეადგენს 14 000 ევროს.

დახმარების გუნდი

ნებისმიერი კრიპტო ბირჟის ფუნქციონირებაში დახმარების გუნდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აუცილებელია მომხმარებელს შესაძლებლობა ქონდეს, დაზუსტებული და სწრაფი ინფორმაცია მიიღოს ოფიციალური წყაროსაგან.

როგორც Cryptal-ის, ასევე Gate.io-ს შემთხვევაში შეგიძლია დახმარების გუნდს 24/7-ზე მიმართო.

თუ კრიპტალზე ვაჭრობ და კითხვა დაგებადა, მოგვწერე:

ხოლო თუ Gate.io-ზე ვაჭრობისას პრობლემა შეგექმნა, შეგიძლია ჩატბოტს მიმართო და დახმარების მიღება 24/7-ზე შეძლო.

რეფერალური პროგრამა

კრიპტალზე მეგობრების რეფერალურ პროგრამაში მოწვევით მიიღებ მომენტალურ სარგებელს $5-ის ღირებულების USDT ქოინის სახით, როგორც კი მოწვეული მეგობარი გაივლის ვერიფიკაციას.

დამატებით, ყოველ ჯერზე, როცა შენი მოწვეული მეგობარი ივაჭრებს კონვერტაციის ან Spot ბირჟის გამოყენებით, შენ მიიღებ ჯამური ნავაჭრი თანხის საკომისიოს 20%-ს.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია იხილო ჩვენი ბლოგი.

რეფერალური პროგრამა მოქმედებს Gate.io-ს პლატფორმაზე, სადაც შენ შეგიძლია გადაითამაშო პროცენტები, რომელსაც შენ ან შენს მიერ მოწვეული მეგობარი მიიღებთ.

მაგალითად, შენ და შენი მოწვეული მეგობარი გაინაწილებთ 40%-იან სარგებელს, ანუ შენი გადასაწყვეტია, ვის რამდენ პროცენტიანი სარგებელი ექნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილო ვებ-გვერდზე.

შეჯამება

კრიპტო ბირჟის შერჩევა, ისევე როგორც სხვა ყველაფრის, დამოკიდებულია ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. თუ შენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტებისა და ფიატ აქტივების შეტანა, გატანა და ვაჭრობა მარტივად, უსაფრთხოდ და იაფად შეძლო, Cryptal საუკეთესო არჩევანია.

ხოლო თუ უპირატესობას ანიჭებ ისეთ პლატფორმას, სადაც კრიპტოვალუტების დიდი არჩევანია, მაშინ Gate.io შენზე გაცილებით მორგებული კრიპტო ბირჟაა.

გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!

Support