Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
AAA didi
2022-12-21clock3 minutes

Cryptal-ის ანგარიშზე ბალანსების შესავსებად რამდენიმე კლიკია საჭირო! ამისათვის არსებობს სამი მარტივი და კომფორტული ხერხი, რომლებზეც დეტალურად ამ ბლოგში ვისაუბრებთ, ესენია: Visa/Mastercard ბარათების მხარდაჭერა, საბანკო გადარიცხვა - Wire Transfer, WallyPay-ის საფულე.

1. Visa და Mastercard ბარათები

Visa და Mastercard ბარათების მხარდაჭერა უფრო ამარტივებს, ასწრაფებს და კომფორტულს ხდის ვაჭრობას, რაც ალბათ, ყველაზე დიდი პლუსია ისეთ საქმიანობაში, რასაც კრიპტო ენთუზიასტობა ჰქვია!

ამ მეთოდით საკუთარ ანგარიშზე თანხის შეტანას რამოდენიმე პლიუსი აქვს!

იმისთვის რომ Cryptal-ზე Visa ან Mastercard-ით შემოიტანო თანხა, პირველ რიგში, საჭიროა პლატფორმაზე გაიარო ავტორიზაცია და გადახვიდე საფულეში.

თუ ბარათი დამატებული არ გაქვს:

  • დაკლიკე „ბარათზე“
  • ამონათებულ ფანჯარაზე აირჩიე ბანკი
  • გაეცანი პირობებს და მონიშნე „მსურს ბარათის დამატება და ვეთანხმები პირობებს“
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები და დაადასტურე ერთჯერადი კოდით

ბარათის დამატების შემდეგ:

  • გადადი საფულეში ფანჯარაში
  • აირჩიე ბანკი და ბარათი
  • ჩაწერე შესატანი თანხის სასურველი ოდენობა
  • დაადასტურე და შეიტანე თანხა

2. საბანკო გადარიცხვა ანუ Wire Transfer

საბანკო გადარიცხვის მთავარ უპირატესობას 0%-იანი საკომისიო გადასახადი წარმოადგენს, ანუ თქვენ მიერ გადარიცხული თანხა Cryptal-ზე სრულად აისახება, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ Swift ან SEPA. ასევე, საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადმორიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხა, რამდენიმე წამში ისახება საფულეში, რაც დამატებით მეტ კომფორტს ქმნის მომხმარებლისთვის.

იმისთვის, რომ ისარგებლო საბანკო გადარიცხვით:

  • შედი კრიპტალის პლატფორმაზე
  • გადადი საფულეში Swift ფანჯარაში (International Bank Transfer)
  • დააკოპირე ანგარიშის ნომერი
  • დანიშნულებაში მიუთითე უნიკალური კოდი

*გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულებაში აუცილებელია მიუთითოთ უნიკალური კოდი, რომელიც მოცემულია ანგარიშის ნომრის (IBAN) ქვევით, სახელწოდებით „დანიშნულება“ (იხილეთ ფოტო). აღნიშნული უნიკალური კოდი უნივერსალურია ნებისმიერი ვალუტისთვის.

3. WallyPay-ის საფულე

WallyPay არის კრიპტო მეგობრული გადახდის ეკოსისტემა და ელექტრო საფულე, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შეიტანოთ კრიპტალზე თანხა ლარში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკომისიო გადასახადის გარეშე!

დამატებით: 0%-იანი შენატანის გარდა, კრიპტალის მომხმარებლებისათვის WallyPay-ს გამოყენება მიმზიდველი შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • სწრაფია - კრიპტალზე WallyPay-ს მეშვეობით შემოტანილი თანხა სწრაფად ისახება ანგარიშზე.
  • კონფიდენციალურია - როგორც კრიპტო ეკოსისტემა, ისე WallyPay-ს პლატფორმა ანონიმურია.
  • კომფორტულია - WallyPay პარტნიორობს საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია Unistream-თან, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ გარდა ტრადიციული გადახდის საშუალებებისა, კრიპტალზე სხვა გზითაც შემოიტანოთ აქტივები.

იმისათვის, რომ WallyPay-დან შეძლოთ Cryptal-ზე აქტივების გადმორიცხვა, აუცილებელია ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირება.

კრიპტალის ანგარიშზე, საფულის გვერდზე ნახავთ უნიკალურ კოდს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ Wallypay-სა და კრიპტალის საფულეების დაკავშირებას!

შეგახსენებთ, რომ Cryptal-ზე 0%-იანი შეტანა მოქმედებს!

Support