მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 24/11/2021

  • შესავალი
  • პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
  • IP მისამართები
  • Cookies
  • პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
  • თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებზე
  • ბმულები
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვა
  • მარკეტინგი
  • ცვლილებები
  • თაღლითობების დაუშვებლობა
  • დაგვიკავშირდით

შესავალი

კრიპტალი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „Cryptal“, ან „ჩვენ“)ზრუნავს თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და იცავს ჩვენი მომხარებლებისა და სტუმრების უსაფრთხოებას. აღნიშნული მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც სხვადასხვა სერვისს იყენებთ კრიპტალის ვებ-გვერდზე. ვებგვერდი დომენით www.cryptal.com (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პლატფორმა“, „ვებგვერდი“) - წარმოადგენს ჩვენს პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ჩვენი პროდუქტის თქვენთვის მოსაწოდებლად.

წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კონფიდენციალობის პოლიტიკა“), მოხმარების პირობებთან ერთად (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოხმარების პირობები“), განსაზღვრავს იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ დავამუშავებთ თქვენგან (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „თქვენ“, „თქვენი“ ან „მომხმარებელი“) მიღებულ ან თქვენგან მოწოდებულ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას. ტერმინის „პერსონალური ინფორმაცია“ გამოყენებისას, ჩვენ ვგულისხმობთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც, ცალკე ან სხვა მონაცემებთან ერთად, იძლევა თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების შესაძლებლობას, მაგალითად, თქვენი სახელი, ელ.ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი, საკონტაქტო მონაცემები ან ნებისმიერი უნიკალური იდენტიფიკატორი, როგორიცაა IP მისამართი, მოწყობილობის პირადი ნომერი ან სხვა ონლაინ იდენტიფიკატორი.

პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ Cryptal-ს და გახსნით ანგარიშს პლატფორმის გამოყენების მიზნით. ეს განისაზღვრება, როგორც პერსონალურ მონაცემთა შეგროვება თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენების მიზნებისათვის, მოხმარების პირობების შესაბამისად.პერსონალური ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  1. თქვენი სახელი;
  2. თქვენი ფოტოგრაფიული იდენტიფიკაცია;
  3. დეტალები თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან (მაგალითად, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი), დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი და ვადის ამოწურვის თარიღი, ფოტოსურათი, მისამართი და ა.შ.;
  4. თქვენი მისამართი;
  5. თქვენი პერსონალური ბიომეტრიული მონაცემებო, მაგალითად: თქვენი სახის ამსახველი სურათი.
  6. თქვენი ტელეფონის ნომერი;
  7. თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  8. თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის და ოპერაციული სისტემის ინფორმაცია, გეოლოკაციის დეტალები;
  9. თქვენი საბანკო მონაცემები, მათ შორის ანგარიშის ნომრები და საგადახდო ბარათ(ებ)ის მონაცემები;
  10. თქვენი დაბადების თარიღი;
  11. თქვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაო ადგილი);
  12. ინფორმაცია თქვენი შემოსავლის წყაროების შესახებ;

და ფულის გათეთრებისა და თაღლითობის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ნაკისრი იურიდიული ვალდებულებებიდან და კანონიერი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ სხვა დოკუმენტები თქვენი ვინაობის გადამოწმების მიზნით და თქვენი შემოსავლების წყაროების დასადასტურებლად, ჩვენი AML პოლიტიკის შესაბამისად.ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

  1. პლატფორმაზე ანგარიშის გახსნა და გამოყენება;
  2. იდენტიფიცირება/ვერიფიკაცია და კლიენტთა შესწავლა;
  3. პლატფორმაზე ტრანზაქციების განხორციელება;
  4. ჩვენთან დაკავშირების შემთხვევაში, თქვენი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა;
  5. თქვენთან ელ.ფოსტით ან სატელეფონო ზარებით დაკავშირება;
  6. თქვენი გამოცდილების პერსონალიზაცია და უფრო რელევანტური, თქვენზე მორგებული პროდუქტის შემოთავაზება;
  7. ჩვენი პროდუქტების გაუმჯობესება;
  8. თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  9. თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენება;
  10. პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის, ინფორმაციის მოწოდება იმ პროდუქტებისა და სარეკლამო აქციების შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს, ჩვენგან და მესამე მხარისაგან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად განაცხადებთ თანხმობას ასეთი ინფორმაციის მიღებაზე;
  11. ბაზრის კვლევა, მაგალითად, ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებისა და მოსაზრებების გამოკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ა.შ.
  12. რათა კლიენტთა მონაცემები გადამოწმდეს სხვადასხვა ბაზებში, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურად აქტიური პირების და სანქციების, კონკრეტული ქვეყნების სანქციების, კრიმინალების და ფინანსურ სიებში.


IP მისამართები

ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის შეგროვება თქვენი კომპიუტერის შესახებ, თქვენი IP მისამართის, ოპერაციული სისტემის და ბრაუზერის ტიპის ჩათვლით, და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი რეკლამის დამკვეთების მიმართ. ეს არის სტატისტიკური მონაცემები ჩვენი მომხმარებლების ინტერნეტ-საძიებო მოქმედებებისა შესახებ და არ იქნება გამოყენებული ნებისმიერი პირის იდენტიფიცირებისთვის.


Cookies

Cookies ფაილების გამოყენებით, ჩვენ ვაგროვებთ ვებ-ბრაუზერის ინფორმაციას, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებით და თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ გამოიყენება პროდუქტი. Cookies ფაილები არის მცირე მონაცემების შემცველი ფაილები, რომლებიც ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე და გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ Cookies ფაილებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ მომხმარებლისთვის ჩვენს ვებგვერდზე ნავიგაცია, ჩვენ ასევე ვიყენებთ Cookies ფაილებს თაღლითური საქმიანობის იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების მიზნით. შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ თქვენი IP მისამართით, მიმართვითი URL-ებით, მოწყობილობის ტიპით, თქვენი ოპერაციული სისტემით, ვებ-ბრაუზერის ტიპით, გეოგრაფიული მდებარეობით და სესიის სხვა მონაცემებით. Cookies ფაილები არ არის მუდმივი და იშლება უმოქმედობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ Cookies ფაილების დეაქტივაცია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ვეღარ ისარგებლოთ წვდომით ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ ან ყველა ფუნქციაზე ან ვერ გამოიყენოთ ის. გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ან არ ვკისრულობთ ვალდებულებას ნებისმიერ ზარალზე, რაც გამომდინარეობს თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან ან რაიმე ფუნქციის გამოყენების შეუძლებლობის გამო.

პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას იმ დროისთვის არსებული მიზნებისთვის, როდესაც თქვენ მოგვაწვდით ასეთ ინფორმაციას და/ან სხვაგვარად, წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში გაწერილი და/ან კანონმდებლობით ნებადართული მიზნებისათვის.

ჩვენ შესაძლოა გავუმჟღავნოთ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია შემდეგ პირებს შეზღუდული მიზნისთვის:

  • ჩვენს აფილირებულ კომპანიებს და წარმომადგენლებს;
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს და საფინანსო ინსტიტუტებს;
  • მომხმარებლებთან საკომუნიკაციო პლატფორმებს;
  • ჩვენს კონტრაქტორებს, რომლებიც გვაწვდიან პროგრამულ უზრუნველყოფას პერსონალური მონაცემების ვერიფიკაციის მიზნით;

ჩვენ შეგვიძლია ასევე გავუზიაროთ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია ფინანსურ დაწესებულებებს, სადაზღვევო კომპანიებს ან სხვა კომპანიებს შერწყმის, გამოყოფის ან სხვა კორპორატიული რეორგანიზაციის შემთხვევაში და შეგატყობინოთ თქვენი ინფორმაციის გაზიარების თაობაზე, იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი უფლების განხორციელება, საჭიროებისამებრ.

ჩვენ ასევე შეგვიძლია გავუზიაროთ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია სამართალდამცავ ან მარეგულირებელ უწყებებს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ შეიძლება ვერ შეგატყობინოთ მონაცემების ასეთი გაზიარების შესახებ, სამართლებრივი შეზღუდვების გამო.

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე ქვეყნებში იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი პროდუქტის თქვენთვის მოწოდება. ჩვენ მივმართავთ ყოველგვარ ძალისხმევას იმისათის, რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები სათანადო დონეზე, მიუხედავად ჩვენი კონტრაქტორის ადგილმდებარეობისა. გარწმუნებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცის გადაცემას მოვახდენთ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ქვეყანა, სადაც ვაგზავნით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ადეკვატურ დონეს;
  • თუ ჩვენ მივიღებთ სათანადო გარანტიებს, რომ თქვენი, როგორც მონაცემთა მფლობელის სუბიექტის უფლებები დაცულია.


თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებზე

თქვენ უფლება გაქვთ, ისარგებლოთ წვდომით თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან და მოითხოვოთ მისი კორექტირება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებით.


ბმულები

ჩვენს ვებგვერდებზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ბმულები მესამე მხარის მიერ მოწოდებულ სხვა ვებგვერდებსა და რესურსებთან. წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე. მესამე მხარის ვებგვერდებსა თუ წყაროებზე გადასვლისას თქვენ ტოვებთ ჩვენს ვებგვერდს.

ჩვენ არ ვაკონტროლებთ ხსენებული მესამე მხარის ვებგვერდებს ან მასში შემავალ რაიმე კონტენტს და თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ან ვალდებულება მესამე მხარის რომელიმე ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მათ კონტენტთან,  პოლიტიკასთან, გაუმართაობასთან, აქციებთან, პროდუქტებთან, სერვისებსა თუ მოქმედებებთან დაკავშირებით და/ან აღნიშნულ ვებგვერდებზე შესვლის შედეგად გამოწვეულ, დაკავშირებული ან წარმოშობილი ნებისმიერ ზიანთან, ზარალთან, ხარვეზთან თუ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ თქვენს მიერ მონახულებული ყველა ვებგვერდის პოლიტიკას, წესებს, პირობებსა და რეგულაციებს,  კონფიდენციალობის პოლიტიკის ჩათვლით.


 

პერსონალური ინფორმაციის შენახვა

ჩვენ მივმართავთ ყველა გონივრულ ზომას, რაც აუცილებელი იქნება თქვენი მონაცემების დაცვისა და წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად გამოყენებისთვის. ჩვენს მიერ მოწოდებული ყველა მონაცემი ინახება ჩვენს ან მესამე მხარის ევროკავშირში განთავსებულ უსაფრთხო სერვერებზე.

ინფორმაცია თქვენი გადახდის მეთოდის შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ Cryptal-ზე ანგარიშსწორების განსახორციებლად ან ასეთი გადახდის მისაღებად, გადაეცემა მესამე მხარეს -  საგადახდო პროვაიდერ(ებ)ს, რომლებიც წარმოდგენილი არის/არიან საქართველოში და იმყოფებიან Cryptal–თან შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ჩვენ არ ვინახავთ ინფორმაციას თქვენი გადახდის მეთოდის შესახებ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ ქმნით ჩვენთან ანგარიშს და განახორციელებთ ტრანზაქციებს.

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რამდენადაც ეს აუცილებელია წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისათვის და სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის რომლის განმავლობაში თქვენ შეგეძლებათ საჩივრების/სარჩელის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ შევინახავთ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლის მიერ ანგარიშის დახურვის და ჩვენთან იურიდიული ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში იმ საგადასახადო პერიოდის დასრულებიდან, რომელშიც მომხმარებელი ახორციელებს თავის ბოლო ტრანზაქციას.

მარეგულირებელი მიზნებისთვის შენახული მონაცემები დაცული იქნება ზედმეტი დამუშავებისაგან და შეინახება მხოლოდ იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გახდეს ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი უფლებამოსილი უწყებებისთვის.


 

მარკეტინგი

ჩვენ მოგთხოვთ თანხმობას რეგისტრაციისას ან რეგისტრაციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში იმისათის, რომ მოგვცეთ საშუალება, დაგიკავშირდეთ ან გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისათვის. ჩვენ შეიძლება ასევე მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენს არსებულ მომხმარებლებს ჩვენი სხვა პროდუქტის ან მომსახურების შესახებ.

თქვენ გაქვთ უფლება, გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე მარკეტინგის მიზნებისთვის. აღნიშნული უფლების გამოყენების მიზნით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: support@cryptal.com.


ცვლილებები

ჩვენი ვებგვერდის პოლიტიკა, კონტენტი, ინფორმაცია, სარეკლამო აქციები, ინფორმაციის გამჟღავნების წესები და პარამეტრები შეიძლება გადაიხედოს, შეიცვალოს, განახლდეს და/ან შეივსოს ნებისმიერ დროს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, Cryptal-ს ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევცვლით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა მომხმარებლის ინფორმირების მიზნით ვებგვერდზე და განვათავსებთ შეცვლილ კონფიდენციალობის პოლიტიკას.

თუ ჩავთვლით, რომ ასეთი ცვლილებები შეიძლება აისახოს თქვენს უფლებებზე, ჩვენ მოგთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ განიხილეთ ეს ცვლილებები და ეთანხმებით მათ იქამდე, ვიდრე გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას.


თაღლითობების დაუშვებლობა

გაცნობებთ, რომ Cryptal არ თანამშრომლობს სხვა იურიდიულ პირებთან ვებგვერდისთვის მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურების მიღების მიზნით. გახსოვდეთ - მომხმარებლის მხარდაჭერა სრულდება მხოლოდ Cryptal ვებგვერდის საშუალებით.

დაგვიკავშირდით

ნებისმიერი შეკითხვის, შენიშვნის ან პრობლემის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება კონკრეტულად არ ეხებოდეს ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას და/ან პრაქტიკას, თუმცა კავშირში იყოს პლატფორმასთან, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე support@cryptal.com.