Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
1024 x 365 GEO
2022-12-19clock5 minutes

როგორც იცით, კრიპტალზე დეპოზიტის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია, რადგან ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.

ამ ბლოგში მიმოვიხილავთ ქართულ FinTech კომპანიას, რომელიც გვთავაზობს ფინანსურ სერვისებს და აქტივების სწრაფ, უსაფრთხო და დაუბრკოლებელ გადარიცხვას. WallyPay კრიპტალზე არსებულ მრავალფეროვან არჩევანს კიდევ უფრო ზრდის და კომფორტულს ხდის პლატფორმაზე თანხის დადეპოზიტებას.

Wallypay არის კრიპტო მეგობრული გადახდის ეკოსისტემა და ელექტრო საფულე, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დაადეპოზიტოთ კრიპტალზე თანხა ლარში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკომისიო გადასახადის გარეშე!

დამატებით: 0%-იანი დეპოზიტის გარდა, კრიპტალის მომხმარებლებისათვის WallyPay-ს გამოყენება მიმზიდველი შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. სწრაფია - კრიპტალზე WallyPay-ს მეშვეობით შემოტანილი თანხა სწრაფად ისახება ანგარიშზე.
  2. კონფიდენციალურია - როგორც კრიპტო ეკოსისტემა, ისე WallyPay-ს პლატფორმა ანონიმურია.
  3. კომფორტულია - WallyPay პარტნიორობს საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია Unistream-თან, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ გარდა ტრადიციული გადახდის საშუალებებისა, კრიპტალზე სხვა გზითაც შემოიტანოთ აქტივები.

იმისათვის, რომ WallyPay-დან შეძლოთ Cryptal-ზე აქტივების გადმორიცხვა, აუცილებელია ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირება.

კრიპტალის ანგარიშზე, საფულის გვერდზე ნახავთ უნიკალურ კოდს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ Wallypay-სა და კრიპტალის საფულეების დაკავშირებას!

WallyPay-ს გადმოწერა შეგიძლიათ Google Play Store-დან Android სისტემისთვის, ხოლო App Store-დან iOs-სთვის.

Unistream ხელმისაწვდომია:

სომხეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ბელორუსიაში, ბულგარეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ვიეტნამში, გერმანიაში, საბერძნეთში, საქართველოში, ისრაელში, რუსეთში, იტალიაში, კვიპროსში, ლატვიაში, ლიტვაში, მონღოლეთში, სერბეთში, თურქეთში, ფილიპინებში, ჩეხეთში და სხვა.

Support