Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
1024x356 Geo
2022-12-10clock6 minutes

რეფერალური სისტემა

მოიწვიე მეგობრები კრიპტალზე და მიიღე BONUS სარგებელი.

მეგობრის მოწვევის შედეგად იღებ:

მომენტალურ სარგებელს 5$-ის ღირებულების USDT კოინის სახით - როგორც კი მოწვეული მეგობარი გაივლის ვერიფიკაციას.

ამასთან, ყოველ ჯერზე როცა მოწვეული მეგობარი ივაჭრებს Spot ბირჟაზე - მიიღებ ჯამური ნავაჭრი თანხის საკომისიოს 20%-ს.

BONUS სარგებლის მისაღებად აუცილებელია:

  • მოწვეულმა მეგობარმა გაიაროს ვერიფიკაცია;
  • შემოიტანოს თანხა საბანკო ბარათით, ან Wire ტრანსფერით;
  • განათავსოს დეპოზიტზე და გადაცვალოს მინიმუმ 100$ ექვივალენტის ღირებულების ნებისმიერი FIAT ვალუტა (ლარი, დოლარი ან ევრო);
  • შეიძინოს 100$ ექვივალენტის კრიპტოვალუტა Spot ბირჟაზე;
  • კრიპტოს შემოტანა და გადაცვლა, ასევე 100$ ექვივალენტზე ნაკლები თანხის გადაცვლის გათვალისწინება არ მოხდება სარგებლის კალკულაციაში.

რეფერალებით სარგებლობა და მეგობრის მოწვევა შესაძლებელია როგორც ვერიფიცირებული, ასევე არავერიფიცირებული მომხმარებლებისთვის, თუმცა BONUS სარგებლის მიღება და განაღდება შესაძლებელია მხოლოდ ვერიფიკაციის გავლისშემდეგ.

მეგობრის მოწვევა შესაძლებელია როგორც ბმულის, ასევე QR კოდის სკანირების მეშვეობით.

რაც შეეხება BONUS სარგებლის დარიცხვასა და ასახვას:

  • ბონუსი დაგერიცხებათ USDT კოინის სახით
  • ფიქსირებული ბონუსი - თქვენს ანგარიშზე აისახება მომენტალურად, ზემოთხსენებული პირობების შესრულებისთანავე.
  • BONUS საკომისიო - დაგერიცხებათ SPOT ბირჟაზე ტრანზაქციის დაფიქსირების შემდგომ - 24 საათის განმავლობაში.

აქვე, იხილეთ - როგორ მოიწვიოთ მეგობრები CRYPTAL-ზე:

Support