Სარჩევიchevron-down
რა არის Spot Trade, ანუ ბირჟის გარიგება?
რა არის Market Order?
რა არის Limit Order?
რა არის Order Book?
რა არის Candle Chart?
რა არის სავაჭრო წყვილები?
შეიძლება გამოგადგეს:
SPOT DIDI 1
2022-12-21clock4 minutes

რა არის Spot Trade, ანუ ბირჟის გარიგება?

Cryptal პირველი სრულფასოვანი კრიპტო ბირჟაა საქართველოში, კრიპტოვალუტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანით. Cryptal-ის პლატფორმაზე Convert ფუნქციონალთან ერთად, Spot ბირჟაცაა წარმოდგენილი.

ამ ბლოგში კი, მიმოვიხილავთ იმ უპირატესობებს, რომლებიც კრიპტო ბირჟას, ანუ Spot Trade-ს აქვს.

Cryptal-ზე Spot ბირჟას ორი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს, რომლებიც ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია:

  • ვაჭრობის უფრო დაბალი საკომისიო გადასახადი
  • კრიპტოვალუტების უკეთესი ფასი, ვიდრე Convert-ზე გვხვდება.

Spot ბირჟის მთავარი პრინციპი, ორ მომხმარებელს შორის გარიგების დადება და სასურველი პირობებით ვაჭრობაა.

მაგალითად: თუ მომხმარებელს სურს Bitcoin-ის გაყიდვა, თუმცა არა იმ ფასად რაც Convert-ზეა შემოთავაზებული, ის ათავსებს შეთავაზებას (Order) Spot ბირჟაზე და ელოდება სხვა მომხმარებელს, რომლისთვისაც შეთავაზებული პირობები ხელსაყრელია.

ვაჭრობის ეს მეთოდი ხელსაყრელია მათთვის, ვისთვისაც აქტივების კონვერტაცია არაა საჩქარო, დაბალი საკომისიოთი სარგებლობა მნიშვნელოვანია და სურს, რომ ითამაშოს ბირჟაზე საკუთარი წესებით!

რა არის Market Order?

ბირჟაზე Market Order-ის მთავარი როლი ყიდვა & გაყიდვის ბრძანებაა, სადაც აქტივების ტრანზაქციები ხორციელდება ბაზარზე იმ მომენტში საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასით.

Market Order-ის უპირველესი მიზანი თრეიდის დაუბრკოლებლად და მყისიერად განხორციელებაა.

ანუ, Market Order-ის გამოყენებით პლატფორმა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.
თუ ბიტკოინის ყიდვა გინდა, ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასად შეძლებ ამას.

რა არის Limit Order?

ლიმიტ ორდერის ბრძანების დროს თრეიდერი უთითებს მაქსიმალურ ფასს, რომელიც უღირს რომ აქტივში გადაიხადოს და მინიმალურ ფასს, რომლითაც Spot ბირჟაზე გამოტანილი აქტივები უნდა გაიყიდოს.

ანუ, Limit Order-ის გამოყენებისას შენ ხელით, თავად უთითებ კრიპტოს ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ და ბირჟა გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.

რა არის Order Book?

Order Book არის ადგილი, სადაც ჩანს ბირჟაზე აქტიური ყიდვის ან/და გაყიდვის ბრძანებები.

ანუ, კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანების მიერ განთავსებული სხვადასხვა “შეთავაზებები”.

რა არის Candle Chart?

სანთლის დიაგრამა გვიჩვენებს როგორ იცვლება ფასი დროთა განმავლობაში ამა თუ იმ კრიპტოვალუტაზე.

თუ Candle Chart მწვანეა, ნიშნავს რომ მითითებული აქტივის ფასი იზრდება, ხოლო თუ დიაგრამა წითელია - ფასი ეცემა.

რა არის სავაჭრო წყვილები?

სავაჭრო წყვილები არის ბირჟაზე წინასწარ დაწყვილებული კრიპტოები ან კრიპტო-fiat აქტივები. ისინი პირდაპირ გადაიცვლებიან ერთმანეთში.

მაგალითად: თუ არჩეული გვაქვს BTC-TOGEL წყვილი, გვინდა რომ Bitcoin პირდაპირ გადავცვალოთ ლარში (TOGEL).

Support