Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual with TOP 5 cryptocurrencies on the right side
2023-02-27clock6 minutes

გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში ნახსენები არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის!

გასული კვირის პერიოდში (17-24 თებერვალი) უამრავმა კრიპტოვალუტამ შთამბეჭდავი პროცენტული ზრდა დააფიქსირა, დღეს ამ ბლოგში გავეცნობით იმ 5 ქოინს, რომლებიც ყველაზე დიდი ფასნამატით გამოირჩნენ.

მე-5 ადგილი:

CoinMarketCap-ის მიხედვით, გასული კვირის 7 დღის განმავლობაში საშუალოდ 34.2% ზრდა დააფიქსირა Neo-მ. კრიპტოვალუტა შექმნილია სმარტ კონტრაქტებზე დაფუძნებული ციფრული ეკონომიკის განსავითარებლად.

„NEO-ს აქვს მყარი საფუძველი და ჰყავს გულშემატკივრების დიდი არმია, რაც მას დღეს არსებულ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბლოქჩეინ პროექტად აქცევს“ - განაცხადა ლაითქოინის შემქმნელმა ჩარლი ლიმ.

NEO-ს ერთეულის ფასი კი $12.17 შეადგენს. მისმა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია და ზრდას განაგრძობს.

17 თებერვალს შესყიდული 1000 ლარის ღირებულების Neo კვირის ბოლოს დაფიქსირებული ზრდის მიხედვით 1340 ლარის ღირებულების არის, რაც 340 ლარის სარგებელს ნიშნავს.

კრიპტოვალუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მათ საიტზე იხილო.

მე-4 ადგილი:

ჩვენი სიის მეოთხე ადგილოსანია Bone ShibaSwap (BONE), რომლის 7 დღის საშუალო ზრდამ 35% შეადგინა. CoinMarketCap-ის სიაში ის 95-ე ადგილს იკავებს და ასეულშიც ახლახან დაიმკვიდრა თავი. მიუხედავად ამისა, მისი კაპიტალიზაცია 450 მილიონ ა.შ.შ. დოლარს აღწევს, ხოლო ერთეულის ღირებულება თითქმის $2 უტოლდება.

BONE-ში განხორციელებული 1000 ლარის ინვესტიცია, 24 თებერვალს 1350 ლარი იქნებოდა, ეს კი 350 ლარიანი ნამატია.

მე-3 ადგილი:

შემდეგი ქოინი, რომელიც ჩვენს სიაში მოხვდა წარმატებული Bull Run-ის გამო Ankr (ANKR) არის. 7 დღის ჯამური ზრდა ამ კრიპტოვალუტის შემთხვევაში 46% შეადგენს, რაც ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველი რიცხვია.

გასული კვირის დასაწყისში შეძენილი 1000₾ ღირებულების ANKR დღეს 1460 ლარი იქნებოდა.

ჩვენს სიაში მოხვედრილი სხვა ქოინებისგან განსხვავებით, ერთი დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ფასნამატით გამოირჩა, რომელიც 21 თებერვალს დაფიქსირდა.

მე-2 ადგილი:

Conflux (CFX)-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ მილიარდ ა.შ.შ. დოლარს უახლოვდება და ქოინმაც შთამბეჭდავი, 86.72%-იანი ზრდა დააფიქსირა. კრიპტოვალუტის ფასზე კვირის დასაწყისში მცირედი რყევები შეინიშნებოდა, თუმცა ამან ინვესტორები ვერ დააშინა და საბოლოო ჯამში ერთეულის ფასმა 30 ცენტს მიაღწია.

კრიპტოვალუტის შთამბეჭდავი პროცენტული ზრდის გათვალისწინებით, მასში განხორციელებული 1000₾ ინვესტიცია დღეს 1860 ლარი იქნებოდა.

პირველი ადგილი:

17-24 თებერვლის პერიოდში ყველაზე დიდი პროცენტული ნახტომი დააფიქსირა Stacks (STX)-მა, რომელიც 7 დღის განმავლობაში საშუალოდ 132.93%-ით იზრდებოდა. ინვესტორების დიდი დაინტერესების გამო, საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Stacks-მა მთელი გასული კვირის განმავლობაში ზრდის არნახული ტემპი აჩვენა და ბევრი ინვესტორი, ვინც კრიპტოვალუტა ადრეულ ეტაპზე შეიძინა, გადაწყვეტილებას არც ნანობს.

თუკი ინვესტორმა 17 თებერვალს შეიძინა 1000 ლარის ღირებულების STX ქოინი, კვირის ბოლოს მისი აქტივები 2320 ლარის ტოლი იქნება!
შესაბამისად, საინვესტიციო თანხაზე ნამატი არის 1320 ლარი.

აქვე გთავაზობთ კრიპტოვალუტის ირგვლივ რამოდენიმე საინტერესო ფაქტსა და ინფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო კარგად დაგანახებთ რა ტიპის პროექტთან გვაქვს საქმე:

  • Stacks შეიქმნა 2013 წელს დაარსებული Blockstack PBC-ის მიერ. ისინი ორიენტირებულნი არიან dApps-ების, ანუ დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შექმნაზე
  • Stacks ბლოკჩეინ მომხმარებლები ეყრდნობიან Proof of Transfer (PoX) ალგორითმს, რაც გულისხმობს იმას, რომ STX-ის მაინინგისთვის „გასამრჯელოდ“ ისინი Bitcoin-ს იღებენ.
  • Blockstack PBC 2019 წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც SEC (U.S. Securities and Exchange Commission)-ისგან მიიღო კრიპტოვალუტების გაყიდვის უფლება.

პოპულარული კრიპტოვალუტები: Bitcoinდა Solana

Bull Run-ს არც ყველასათვის ცნობილი კრიპტოვალუტები ჩამორჩნენ. მაგალითად, Bitcoin ბოლო ორი კვირის წარმატებულ სვლას აგრძელებს და მცირე, მაგრამ 0.54%-იანი ზრდა დააფიქსირა. მისი ფასი კი $24 000 დოლარზე მერყეობს.

კიდევ ერთი კრიპტოვალუტა, რომელმაც ინვესტორებს იმედები გაუმართლა Solana არის. მისი ზრდა საშუალოდ 5.5% მოიცავდა.

აქვე შეგახსენებ, რომ თუ გსურს Bull Runარ გამოგრჩეს და კრიპტოვალუტების შეძენა გადაწყვიტე, Cryptal-ზე შეგიძლია სწრაფი გადაცვლის ან Spot ბირჟის ფუნქციები გამოიყენო.

შეჯამება:

გაითვალისწინეთ, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას საკმარისი არ არის მხოლოდ ფასისა და პროცენტული ზრდის მაჩვენებლებს დაეყრდნოთ. საჭიროა გამოიყენოთ სხვადასხვა სავაჭრო სიგნალი და წაიკითხოთ Trading Chart.

თუ არ იცი ეს როგორ გააკეთო, შეგიძლია ჩვენს ბლოგებს გაეცნო.

გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!

Support