Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual with the Chiliz logo on the right side
2023-02-17clock6 minutes

რა არის Chiliz (CHZ)?

Chiliz არის ციფრული ვალუტის ტიპი, რომელიც საშუალებას აძლევს სპორტის მოყვარულებს ისარგებლონ ექსკლუზიური გამოცდილებით და დამატებითი კავშირი ჰქონდეთ თავიანთ საყვარელ გუნდებთან.

ჩილიზი შთაგონებას იღებს ესპანეთის საფეხბურთო გუნდების საზოგადოებრივი გაერთიანებებისაგან, რომლებიც გულშემატკივრებს სთავაზობენ ბილეთებზე ადრეულ წვდომასა და კლუბში ხმის მიცემის უფლებას წლიური გამოწერის ხარჯზე. Chiliz იყენებს blockchain ტექნოლოგიას, რათა შექმნას ახალი სახის, უნიკალური და პირდაპირი ჩართულობა გულშემატკივრებსა და მათ საყვარელ სპორტულ გუნდებს შორის.

CHZ ტოკენის გამოყენებით, გულშემატკივრებს შეუძლიათ შეიძინონ თავიანთი საყვარელი კლუბების Fan ტოკენები. აღნიშნული ტოკენების შესყიდვა შესაძლებელია Chiliz-ის პლატფორმა Socios.com-ის დახმარებით.

თითოეულ სპორტულ გუნდს, რომელიც Chiliz-თან პარტნიორობს, შესაძლებლობა აქვს მოახდინოს ტოკენების პერსონალიზება და შესაბამის სპორტულ კლუბს მაქსიმალურად მოარგოს. სწორედ ეს Fan Token-ები იძლევა საშუალებას გულშემატკივრები მაქსიმალურად ჩართულნი იყვნენ კლუბის გარშემო მიმდინარე სხვადასხვა პროცესში, როგორებიცაა: გუნდის ფორმის შექმნა, სტადიონების სახელების შერჩევა და ზოგიერთ შემთხვევაში, სასტარტო შემადგენლობის გადაწყვეტაც კი.

წარსულში გულშემატკივრებს საყვარელ გუნდებთან ურთიერთობის შეზღუდული სივრცე ქონდათ, მაგალითად მატჩებზე დასწრება, თამაშების ყურება ან გუნდის სხვადასხვა პროდუქტის შეძენა. თუმცა, Chiliz-თან და მის Fan Token-ებთან ერთად, გულშემატკივრებს ახლა აქვთ შესაძლებლობა უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი საყვარელი გუნდის პროცესებში და გარკვეული ზეგავლენაც იქონიონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

Chiliz აღნიშნული სერვისის მონეტიზაციით იძლევა საშუალებას, რომ როგორც კლუბებს, ასევე გულშემატკივრებს მიაწოდონ განსხვავებული და გამორჩეული გამოცდილება, რაც საყვარელი კლუბის ნაწილის „ფლობას“ გულისხმობს.

როგორ მუშაობს Chiliz?

Chiliz ფუნქციონირებს, როგორც ERC20 ტოკენი ეთერიუმის ბლოკჩეინზე და ასევე, როგორც BEP20 ტოკენი Binance Smart Chain-ზე. მისი შეძენა Cryptal-ზე შეგიძლიათ.

Chiliz-ის ყიდვის შემდგომ, გულშემატკივრებს Socios.com პლატფორმის გამოყენებით შეუძლიათ მათი Fan Token-ად უტილიზაცია.

მსოფლიოს ბევრმა ცნობილმა გუნდმა თუ სპორტულმა ორგანიზაციამ, როგორებიცაა FC Barcelona, Golden State Warriors და Aston Martin Formula 1 თანხმობა გამოთქვეს Fan Token Offering (FTOs) მონაწილეობაში, ანუ ამ სპორტული გუნდების მხარდაჭერებს შეუძლიათ ჩაერთონ თავიანთი საყვარელი გუნდის მართვის პროცესში. პროექტში ჩართულ ყველა ფრენჩაიზს შესაძლებლობა აქვს შეცვალონ თავიანთი Fan Token-ების ღირებულება, მიწოდება, განაწილება და ა.შ.

აღნიშნული ტოკენების გამოყენებით კი, გულშემატკივრებს ისეთი ექსკლუზიური შესაძლებლობები ეხსნებათ, როგორიც არის სპორტსმენებთან შეხვედრა, ბილეთების წინასწარ შეძენა, ფასდაკლებები, გუნდის სხვადასხვა მიმართულებაზე ხმის მიცემის უფლება და ა.შ.

თუ რამდენად უნიკალური და ღირებულია თქვენს მფლობელობაში არსებული CHZ ტოკენი, დამოკიდებულია თქვენი საყვარელი გუნდის წარმატებაზე.

Fan Token-ები იქმნება და მოწმდება Socios-ს პლატფორმის მეშვეობით, რაც თავისმხრივ Proof of Authority (PoA)-ის ალგორითმს ეყრდნობა.

უფლებამოსილების დადასტურება (PoA) განსხვავდება სხვა კონსენსუსის ალგორითმებისგან, როგორიცაა Proof of Work (PoW) ან Proof of Stake (PoS). PoA დამოკიდებულია დამმტკიცებელი ვალიდატორების უფრო მცირე ჯგუფზე, ვიდრე სხვა ნებისმიერი მეთოდის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ PoA განიხილება, როგორც ნაკლებად დეცენტრალიზებული კონსენსუსის მეთოდი, მას ხშირად იყენებენ blockchain ქსელები, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ მასშტაბურობა და ეფექტურობა.

რა ხდის Chiliz-ს უნიკალურს?

Chiliz-მა დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალური მოთამაშე კრიპტოვალუტების სამყაროში, მკაფიო აქცენტით - ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნან Fan Token-ებზე დამყარებული ფან-კლუბები.

ამ მიდგომამ საშუალება მისცა Chiliz-ს, რომ მოიზიდოს ინვესტორები და შეინარჩუნოს სტაბილურობის დონე. Chiliz არის კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტასა და Fan Token-ებს იყენებს საკუთარი ბიზნესს მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მომავალში კრიპტო აქტივები გამოიყენებოდეს სხვადასხვა ბიზნესების მიერ, რომლებიც შესაძლოა პირდაპირ კავშირში არ იყვნენ კრიპტოვალუტებთან.

გარდა ამისა, Chiliz გამორჩეული პროექტია თამაშის მოყვარულთა და NFT ენთუზიასტებისთვისაც. ის იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა ციფრული თამაშის შიგნით განხორციელდეს დონაციები თუ შესყიდვები სწორედ ამ კრიპტოვალუტის მეშვეობით.

შეჯამება

თუ ბავშვობაში გიოცნებია, საყვარელი გუნდის მფლობელი ყოფილიყავი, Chiliz-ის მეშვეობით ამის შანსი ახლა რეალურად გაქვს.

ამ აქტივმა დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს გრძელვადიანი და ფუნქციური პროექტი, რომელიც უამრავ შესაძლებლობას აძლევს თავის მომხმარებელს, როგორც ფინანსური, ასევე უნიკალური გამოცდილების მიღების კუთხით.

Chiliz-ის შეძენა შეგიძლიათ Cryptal-ზეც, როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის გამოყენებით.

Support