Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
OTC DIDI
2022-12-20clock3 minutes

თუ დიდი ოდენობის თანხის კონვერტაცია გსურს, არ გინდა რომ ლიკვიდურობაზე პრობლემა შეგექმნას და, ამავდროულად, ზედმეტი დრო არ დახარჯო კონვერტაციაში, მაშინ ეს ბლოგი შენთვის საინტერესო უნდა იყოს!

ინდივიდუალურ გარიგებას 4 მთავარი პლუსი აქვს, ესენია:

  • მუდმივი ლიკვიდურობა;
  • ინდივიდუალური საკომისიო გადასახადი;
  • პირადი ბროკერი;
  • სისწრაფე;

ნებისმიერ მომხმარებლისთვის, ვისაც დიდი ოდენობის თანხის კონვერტაცია სურს, მაღალი ლიკვიდურობა უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობის კონვერტაცია უნდა შეეძლოთ, სწორედ ამიტომ, ინდივიდუალური გარიგების ნომერ პირველი პლუსი ესაა. შენი აქტივების გადაცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად!

როგორც იცით, Spot ბირჟასა და Instant მარკეტზე ფიქსირებული საკომისიო გადასახადი მოქმედებს, თუმცა, ინდივიდუალური გარიგების დროს, პროცენტი ექსკლუზიურად მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით დგება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.

თქვენი თანხის კონვერტაცია საიმედო ხელშია, რადგან თითოეულ მომხმარებელს ვინც ინდივიდუალური გარიგებით ისარგებლებს, ეყოლება პირადი ბროკერი, რომელიც ყველა სახის ბიუროკრატიულ თუ საპროცესო საქმეს თავად შეასრულებს. პირადი ბროკერი OTC გარიგების მეშვეობით უზრუნველყოფს პროცესის უშეცდომოდ და კომფორტულად წარმართვას.

OTC სერვისის, ანუ პერსონალური ბროკერის დახმარების გამოყენება ავტომატურად ნიშნავს პროცესის სწრაფად მიმდინარეობას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ აქტივებზეა საუბარი.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: otc@cryptal.com

Support