Სარჩევიchevron-down
რა არის მიმ ქოინები?
საიდან იწყება მიმ ქოინების ისტორია?
ცნობილი მიმ ქოინები:
რაში გამოიყენება მიმ ქოინები?
რა უპირატესობები აქვს მიმ ქოინებს?
რა მინუსები აქვს მიმ ქოინებს?
რატომ იზრდება მიმ ქოინების ფასი?
როგორ შეიძლება მიმ ქოინის ყიდვა?
რომელი მიმ ქოინები არის წარმოდგენილი Cryptal-ზე?
შენ უკვე მიმ ქოინების ექსპერტი ხარ!
Georgian Text on the left side of the visual with various Meme Coin logos on the right side 1000x300
2024-03-22clock7 minutes

რა არის მიმ ქოინები?

კრიპტოვალუტა, რომელიც სავაჭრო ციფრული აქტივია და დაფუძნებულია ინტერნეტში გავრცელებულ სახუმარო ფოტოებზე (მიმებზე), მიმ ქოინები ჰქვიათ. ყველაზე ცნობილი ასეთი კრიპტოვალუტა Dogecoin არის, თუმცა ბოლო ხანებში ამ სტატუსისთვის მას სხვა მიმ ქოინი, Pepe აქტიურად ეცილება. თუმცა, ამ ორი აქტივის გარდა, კრიპტო ბაზარზე უამრავი მიმ ქოინია.

როგორც ვახსენეთ, ამგვარი კრიპტოვალუტების წარმომავლობა ინტერნეტ მიმებს უკავშირდებათ. მიმები თავიანთი სტილისტიკიდან გამომდინარე მარტივად ამოიცნობა, შესაბამისად იოლია გავარჩიოთ, რომელია მიმქოინი და რომელი სხვა ტიპის კრიპტოვალუტა. გარდა ამისა, კრიპტოს ყიდვის მსურველი ადამიანები ამ ტიპის აქტივების იმედის თვალით უყურებენ, რომ მათი ფასი გაიზრდება და სურვილის საილუსტრაციოდ ხშირად იყენებენ ფრაზას „მთვარისაკენ“.

საიდან იწყება მიმ ქოინების ისტორია?

მიმ ქოინებმა პოპულარობა 2013 წელს, Dogecoin-ის გამოჩენასთან ერთად მოიპოვეს. მცირე სიწყნარის შემდგომ, ბაზარზე სხვა ასეთი კრიპტოვალუტებიც გამოჩნდნენ და DOGE-ის წარმატების გზა გაიარეს. თუმცა, რეალური წარმატება და გამოხმაურება 2021 წელს დადგა, როდესაც დოჯქოინის ფასი აფეთქდა, მიმ ქოინების საბაზრო კაპიტალიზაციამ კი, არნახულ ნიშნულს მიაღწია.

თავდაპირველად მიმ ქოინები გასართობ საშუალებად შეიქმნა, თუმცა პოპულარობის ზრდამ ინვესტორების დაინტერესებაც გამოიწვია. ტრადიციული კრიპტოვალუტების მსგავსად, როგორებიც მაგალითად ბიტკოინი და ეთერიუმი არიან, მიმ ქოინებშიც გამოერევიან ისეთი აქტივები, რომლებიც მალევე ქრებიან. სწორედ ეს ახდენს კრიპტო ბაზრისა და კონკრეტულად მიმ ქოინების ვოლატილობაზე დიდ ზეგავლენას.

ცნობილი მიმ ქოინები:

  • Dogwifhat (WIF) არის ცნობილი კრიპტოვალუტა, რომელიც დაფუძნებულია არც მეტი არც ნაკლები, ვარდისფერ ქუდიან შიბა ინუს ძაღლზე. კრიპტოვალუტა ფუნქციონირებს სოლანას ბლოკჩეინზე, მისი შემქმნელები კი ანონიმურად დარჩენას არჩევენ და მათ ტოკენს Dogecoin-ის გამგრძელებლად მოიხსენიებენ.

  • Dogecoin (DOGE) რჩება მიმ ქოინების პიონერად და მთავარ წამყვან ძალად, სადაც მას $22 მილიარდზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს. დოჯქოინი შექმნის დღიდან განაგრძობს ზრდას და მას მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც ილონ მასკი და სნუპ დოგი არიან.

  • Shiba Inu (SHIB) კონცენტრირებულია ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც Dogecoin-ის აღმავლობა და ჰაიპი გამოტოვეს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი, $15 მილიარდს სცდება.

  • Pepe (PEPE) სცენაზე 2023 წელს შემოვიდა და მაშინვე მიიპყრო კრიპტოს ყიდვის მსურველთა ყურადღება. როგორც Dogwifhat-ის შემთხვევაში, PEPE-ს შემქმნელებიც ანონიმურად რჩებიან, მიმ ქოინის ზრდა კი წარმოუდგენელ ციფრებს აღწევს.

  • Floki (FLOKI) მიმ ქოინების კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. კრიპტოს სახელი ილონ მასკის შიბა უნის ჯიშის ძაღლიდან მომდინარეობს.

  • Bone (BONE) არის ცნობილი პლატფორმა ShibaSwap-ის მთავარი კრიპტოვალუტა. ვებ-გვერდზე მიმ ქოინი გამოიყენება, როგორც სხვადასხვა გადაწყვეტილებებისათვის ხმის მიცემის საშუალება.

რაში გამოიყენება მიმ ქოინები?

კრიპტოვალუტები სხვადასხვა დანიშნულებისა და გამოყენების არიან, თუმცა მიმ ქოინებს სპეციფიკური როლი აქვთ:

  1. საინვესტიციო: ბევრი ადამიანისათვის კრიპტოს ყიდვა განპირობებულია მათი საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე. ისინი იმედოვნებენ, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში კრიპტოს ფასი გაიზრდება და ისინიც სარგებელს ნახავენ.

  2. საზოგადოების დამაკავშირებელი: მიმ ქოინების ირგვლივ ხშირად აქტიური საზოგადოება იკრიბება, რომლებიც ერთმანეთს კრიპტო ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს უზიარებენ.

  3. მიმ კულტურის გამავრცელებელი: ხშირად, ამ ტიპის კრიპტოვალუტები მარკეტინგისა და ბრენდინგისათვის იუმორს იყენებენ, რითაც მიმების კულტურის შექმნას უწყობენ ხელს. მიმები ინტერნეტში მარტივად და ვირუსულად ვრცელდებიან.

  4. თანხების მოსაზიდი: მიმ ქოინებში გავრცელებული პრაქტიკაა პროექტის ჩაშვებამდე დიდი თანხების წინასწარ მოზიდვა.

  5. მულტიფუნქციური დანიშნულება: ზოგიერთი მიმ ქოინი განსაკუთრებულ როლს იგებს და პროექტის ეკოსისტემის ფარგლებში მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

რა უპირატესობები აქვს მიმ ქოინებს?

გარდა მათ მრავალფუნქციური როლისა, მიმ ქოინები უპირატესობებითაც გამოირჩევიან და ესენია:

  • მაღალი ვოლატილობა ანუ პოტენციური სარგებელი

მიმ ქოინები მაღალი ვოლატილობით ხასიათდებიან, რაც თრეიდერებისათვის დროის მოკლე პერიოდში დიდი მოგების ნახვის კარგი პერსპექტივაა. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ახლად გამოჩენილი კრიპტოვალუტა Dogwifhat არის. მიმ ქოინი მიმდინარე Bull Run-ის დროს სახუმაროდ შეიქმნა ვარდისფერ ქუდიან ძაღლზე, შედეგად კი პროექტმა $2.6 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია შეაგროვა.

მიმ ქოინის დასაწყისშივე საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერა აჩვენა, მხოლოდ 4 დღეში კრიპტოვალუტის გასაშვებად ადამიანებმა $690,000 შეაგროვეს და ტოკენის მასკოტი ლას ვეგასის ცნობილ სფეროს შენობაზე გამოსახეს. მიმ ქოინის პოპულარობა კი, კვლავ დღითიდღე იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მას ვოლატილური რისკები ახლავს თან, ინვესტორებსა და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებს მაინც დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.

  • მარტივი საინვესტიციო შესაძლებლობები

ტრადიციულ კრიპტოვალუტებთან შედარებით, მიმ ქოინებს ნაკლები ბარიერები ახლავს თან რაც დამწყები თრეიდერებისათვის მარტივი საინვესტიციო გზაა. მათი დაბალი ფასიდან და უამრავ კრიპტო ბირჟაზე არსებობიდან გამომდინარე მიმ ქოინები მარტივად ხელმისაწვდომია.

რა მინუსები აქვს მიმ ქოინებს?

  • საინვესტიციო რისკი

მიმ ქოინები მაღალი რისკის შემცველ აქტივებად მოიაზრება, რომლებსაც დიდი ვოლატილურობა ახასიათებს და შესაძლოა ინვესტორებისათვის დანაკარგებს ნიშნავდეს. ზოგადად ვოლატილობა კრიპტოვალუტების ბაზრისათვის დამახასიათებელი თვისებაა და გამონაკლისი არც მიმქოინებია. დღის განმავლობაში ფასის ხშირი ცვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ისტორიულად და სტატისტიკურად კი, მიმ ქოინები ფასის აღმავლობით, შემდგომ კი უეცარი დაცემით გამოირჩევიან. თუმცა ეს ყველა მიმ ქოინს არ ეხება.

შესაბამისად, მიმ ქოინებს უამრავი ადამიანი სპეკულაციურ საინვესტიციო აქტივად უყურებს, რომლებსაც გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვს. მათი არაპროგნოზირებადი ბუნება კი, ინვესტორებისათვის გადაწყვეტილებების მიღებას საგრძნობლად ართულებს.

  • უსაფრთხოების ნაკლებობა

მიმქოინები ძირითადად არარეგულირებად სექტორში ოპერირებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები და კრიპტოს ყიდვის მსურველები უფრო დაუცველნი არიან სქემერებისა და თაღლითებისგან. შესაბამისი უსაფრთხოების ზომების არ არსებობის გამო, ხშირად შეუძლებელია დაკარგული აქტივების უკან დაბრუნება.

რატომ იზრდება მიმ ქოინების ფასი?

კრიპტოს ფასი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით საერთოდ არ ჩანდეს. თუმცა, არსებობს ორი მთავარი ფაქტორი და ესენია:

  • ბიტკოინის ფასი: კრიპტოს ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბიტკოინს. თუკი ამ ქოინის ღირებულება მაღლა ადის, ძირითადად სხვა ყველა დანარჩენი აქტივებიც მას მიყვებიან და შედეგად ვიღებთ Bull Run-ს, ანუ მზარდ კრიპტო მარკეტს.

  • მოთხოვნა: ბოლო პერიოდია რაც მიმ ქოინებზე დიდი მოთხოვნა და აჟიოტაჟია, ეს კი კრიპტოს ფასზე დადებითად მოქმედებს. შეიქმნა უამრავი ახალი კრიპტოვალუტა, ზოგიერთმა მათგანმა კი, საზოგადოებაში უბრალოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, შედეგად ადამიანებმა კრიპტოს ყიდვა დაიწყეს, პარალელურად კი, ჰაიპიდან გამომდინარე ინვესტორებიც დაინტერესდნენ და მიმ ქოინებში აქტივები განათავსეს, შედეგად მივიღეთ გაზრდილი ინტერესი და გაზრდილი ფასები.

როგორ შეიძლება მიმ ქოინის ყიდვა?

თუკი კრიპტოს ყიდვა მარტივად და სახლიდან გაუსვლელად გინდა ამისათვის ისეთი კრიპტო ბირჟების დახმარება დაგჭირდება, როგორებიც Cryptal, Coinmania და Mycoins არიან.

კრიპტოვალუტების ბირჟა იმგვარი პლატფორმაა, რომელიც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებს. მომხმარებლებს ერთამენთთან ურთიერთობა უსაფრთხო და დაცულ ციფრულ გარემოში შეუძლიათ, სადაც ისინი ერთმანეთში გადაცვლიან კრიპტოვალუტებსა და ფიატ აქტივებს - ლარი, ა.შ.შ. დოლარი და სხვა.

ხოლო, თუ რომელიმე მიმ ქოინის ყიდვა გინდა, მაშინ შესაბამისი კრიპტო საფულე დაგჭირდება. ყოველ ტოკენსა და ქოინს თავისი საფულე სჭირდება, სწორედ ისე, როგორც ლარს სჭირდება ლარის ანგარიში, ა.შ.შ. დოლარს - დოლარის ანგარიში და ა.შ.

მაგალითად, ბიტკოინის საფულე მხოლოდ ბიტკოინის შესანახად გამოიყენება, ხოლო ლაითქოინის საფულე, მხოლოდ ლაითქოინის შესანახად. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და შენზე მორგებული ფუნქციონალის გამო საჭიროა სწორი კრიპტო საფულე შეარჩიო.

თუ კრიპტოს ყიდვა გინდა, მაშინ Cryptal ბაზარზე საუკეთესო არჩევანია საკომისიოებისა და მარტივი პლატფორმის გათვალისწინებით. აქ კი ვნახავთ, რა გზებით შეიძლება კრიპტოს ყიდვა კრიპტალზე:

  • კონვერტაცია - გაძლებს საშუალებას რომ კრიპტოვალუტა მომენტალურად და მარტივად იყიდო. მხოლოდ რამოდენიმე კლიკი გაშორებს შენთვის სასურველი მიმ ქოინის შენს კრიპტო საფულეში განთავსებამდე.

    კონვერტაცია მარტივია და შესაბამისად, იდეალურია დამწყებთათვის. ის არის სწრაფი და არ გჭირდება ზედმეტი ლოდინი. მოკლედ, თუ კრიპტოს პირველად ყიდულობ, საშენო ფუნქციაა.

    - შედიხარ კრიპტალზე
    - აკლიკავ კრიპტოს შეძენა
    - ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას და TOGEL
    - უთითებ რაოდენობას
    - აკლიკავ ყიდვა-ს.



  • Spot ბირჟა - არის კრიპტო ბირჟის მთავარი ფუნქცია. აქ, შენ ურთიერთობ სხვა თრეიდერებთან და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მქონე ადამიანებთან.

    შედიხარ ბირჟაზე, სადაც ათავსებ მოთხოვნას ანუ Order, რომ მაგალითად გინდა დოჯქოინის ყიდვა, უთითებ რა რაოდენობის კრიპტო გინდა და სანაცვლოდ, რა ფასის გადასახდელად ხარ მზად.

    დამატებით, ბირჟაზე ორი ფუნქცია გაქვს:
    a. Market Order – ეს ფუნქცია ავტომატურად ყიდულობს კრიპტოვალუტას ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასად.
    b. Limit Order - გაძლევს მოქნილობას, რომ შენ თვითონ განსაზღვრო ის მაქსიმალური და მინიმალური ლიმიტები, რომლის სანაცვლოდაც მზად ხარ კრიპტო იყიდო ან გაყიდო.

    მაშინ, როდესაც Spot ბირჟა ყველაზე მომგებიანი გზა არის კრიპტოვალუტების საყიდლად, ის შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის არის განკუთვნილი.

თუკი არ იცი, როგორ შეიძლება კრიპტალზე კრიპტოვალუტების საყიდლად ბალანსი შეივსო, მაშინ ჩვენს დეტალურ ბლოგს გაეცანი.

რომელი მიმ ქოინები არის წარმოდგენილი Cryptal-ზე?

კრიპტალზე უამრავი პოპულარული კრიპტოს ყიდვა შეგიძლია და მათ შორის გამორჩეული მიმ ქოინებიც არის - Dogecoin (DOGE), Pepe (PEPE) და Shiba Inu (SHIB).

მთლიანი სიის სანახავად, მიჰყევი ლინკს.

შენ უკვე მიმ ქოინების ექსპერტი ხარ!

მიმ ქოინების ევოლუცია უბრალოდ სახუმარო ფოტოდან მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივებამდე თვალსაჩინოა. ისეთი კრიპტოვალუტები კი, როგორებიც Dogecoin, Shiba Inu და სხვები არის ბაზარზე ამინდს ქმნიან.

მიმ ქოინების მთავარი უპირატესობა კი, მათი მაღალი საინვესტიციო პოტენციალი და დიდი ამონაგებია.

მათ, ვისაც კრიპტოს ყიდვა და მიმ ქოინების შეძენა უნდათ, ყველაზე მარტივად და მოსახერხებლად ამის გაკეთება კრიპტალზე შეუძლიათ.

Support