Სარჩევიchevron-down
ბიტკოინის და ლაითქოინის სამყარო
რა სხვაობაა ბიტკოინსა და ლაითქოინს შორის?
რა მსგავსებაა ბიტკოინსა და ლაითქოინს შორის?
ლაითქოინი vs ბიტკოინი: ინვესტიცია
ლაითქოინი vs ბიტკოინი: გადახდები
ლაითქოინი vs ბიტკოინი: სიჩქარე
არის თუ არა ლაითქოინი ბიტკოინზე უკეთესი? - ეს შენს მიზნებზეა დამოკიდებული
Georgian text on the left side of the visual with Litecoin and Bitcoins placed on a scale on the right side 1000x300
2023-12-20clock7 minutes

ბიტკოინის და ლაითქოინის სამყარო

კრიპტოვალუტების სამყაროში ბიტკოინი და ლაითქოინი გამორჩეული ციფრული აქტივები არიან. 2009 წელს ბიტკოინის ბაზარზე აქტიურმა გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა კრიპტოვალუტების აღზევებას და მათ დამკვიდრებას, როგორც კარგი საინვესტიციო საშუალებები. მეორე მხრივ კი, ლაითქოინის 2011 წლის გამოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ალტქოინების ხანას. ბიტკოინსა და ლაითქოინს შორის არსებობს საგრძნობი მსგავსებები, თუმცა ეს ორი კრიპტოვალუტა მნიშვნელოვნადაც განსხვავდებიან რიგ საკითხებში.

ამ ბლოგში მოგიყვებით, რატომ შეიძლება სჯობდეს ლაითქოინი ბიტკოინს და რომელი ასპექტებია ასეთი - საინვესტიციო პოტენციალი, გადარიცხვები თუ ტრანზაქციის სისწრაფე.

რა სხვაობაა ბიტკოინსა და ლაითქოინს შორის?

ჯერ კიდევ 2008 წელს, უცნობმა პიროვნებამ ან ჯგუფმა სახელად „სატოში ნაკამოტო“, ერთ-ერთ ფორუმზე გამოაქვეყნა ბიტკოინის ტექნიკური მახასიათებლები და ამით საფუძველი ჩაუყარა კრიპტოვალუტების ხანას. კრიპტოვალუტის გამოჩენამ საფინანსო ბაზარზე რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია და სამყარო რეალურ ფინანსურ თავისუფლებას აზიარა.

ახალი ტექნოლოგიის გამოჩენის საწყის პერიოდში გარდაუვალი გახდა მიმდევრების გამოჩენაც, რომლებიც ამ პროდუქტის გაუმჯობესებას შეეცდებოდნენ და სწორედ ასეთი მიმდევარი აღმოჩნდა BTC-ით აღფრთოვანებული, გუგლის ყოფილი ინჟინერი Charlie Lee, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში ბიტკოინის ბლოკჩეინისგან გამოყოფით შექმნა ახალი კრიპტოვალუტა, სახელად ლაითქოინი.

სხვაობა ბიტკოინსა და ლიათქოინს შორის ფუნდამენტურია მათი დანიშნულებებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ბიტკოინი შედარებით მძიმე, მაგრამ მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის კრიპტოვალუტაა, ლაითქოინი გაცილებით მსუბუქი ალტერნატივაა, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა.

რა მსგავსებაა ბიტკოინსა და ლაითქოინს შორის?

ბიტკოინი და ლაითქოინი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი რეგულატორის გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად ოპერირებენ. ორივე კრიპტოვალუტა შეგიძლია იყიდიო, გაყიდო ან გადაცვალო სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე. მათი გადაცვლა შეგიძლია პირდაპირ ნაღდ ფულში, ან სულაც P2P ტრანზაქციაში გამოიყენო. დამატებით, ორივე კრიპტოვალუტას ლიმიტირებული რაოდენობა აქვს, თუმცაღა ლაითქოინის მაქსიმალური რაოდენობა რაც ოდესმე ცირკულაციაში ჩაეშვება ბიტკოინისას ოთხჯერ აღემატება. გარდა ამისა, ორივე, ბიტკოინი და ლაითქოინი გამოყენება როგორც საგადახდო საშუალება, როგორც სერვისის, ისე პროდუქტის ყიდვისას.

ლაითქოინი vs ბიტკოინი: ინვესტიცია

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად, ლაითქოინისა და ბიტკოინის ფასები გამოჩენის დღიდან უამრავ ტურბულენტურ პერიოდში მოექცა და იყო აღმასვლა & დაღმასვლის პერიოდები.

თუკი გვინდა გავიგოთ რომელი უკეთესი ინვესტიციაა და რომელი კრიპტოს ყიდვა სჯობს, ამ ორი აქტივის ფასების დინამიკა უნდა შევადაროთ ერთმანეთს. მაგალითად ავიღოთ 4 წლიანი პერიოდი 2017 წლის სექტემბერსა და 2021 წლის სექტემბერს შორის.

2017 წლის პირველ სექტემბერს 1 ბიტკოინის ფასი საშუალოდ $4,600 შეადგენდა, ხოლო ლაითქოინის ფასი - $79.

2021 წლის პირველ სექტემბერს ბიტკოინის ფასი $47,000-მდე გაიზარდა, ხოლო ლაითქოინის ფასი - $183-მდე.

თუკი წარმოვიდგენთ ჰიპოთეტურ სცენარს, რა დროსაც კრიპტოს ყიდვის მსურველმა 1,000 ლარის ღირებულების ბიტკოინი იყიდა 2017 წლის პირველ სექტემბერს, ზუსტად 4 წლის შემდგომ მისი ინვესტიცია 10,217 ლარის ტოლი იქნებოდა, რა დროსაც ნახავდა 921%-იან ზრდას.

საპირისპიროდ კი, 1,000 ლარის ღირებულების ლაითქოინის ყიდვისას, ზუსტად იმავე პერიოდში მისი ინვესტიცია 4 წლის თავზე 2,315 ლარის ღირებულების იქნებოდა, 132%-იანი საინვესტიციო ზრდით.

ორივე კრიპტოვალუტა ინვესტორსა და კრიპტოს ყიდვის მსურველს დაბანდებული აქტივების სანაცვლოდ დიდ მოგებას სთავაზობს. მაშინაც კი, როდესაც საინვესტიციო თანხა მცირეა, 4 წლიანი სარგებელი საგრძნობი რიცხვებია და თუ რომელიმე ადამიანმა დიდი ღირებულების ბიტკოინი და ლაითქოინი იყიდა, მაშინ შესაძლოა მისი პოტენციური სარგებელი რამოდენიმე ასეულ ან სულაც მილიონ ლარსაც უტოლდებოდეს.

თუმცა, თუკი წმინდად ROI-ის გამოვიანგარიშებთ ამ ორი კრიპტოვალუტის შედარებისას, ანუ რომელ აქტივს აქვს ინვესტიციის უკეთესი ამონაგები, მაშინ ლაითქოინის გასაოცარი ზრდის მიუხედავად, გამარჯვებული ბიტკოინია თავისი 921%-იანი ზრდით.

ლაითქოინი vs ბიტკოინი: გადახდები

როდესაც ლაითქოინი ბიტკოინისგან გამოეყო, მთავარი მიზანი სწრაფი ფუნქციონალი და ეკოსისტემა იყო.

მაგრამ 2018 წლის ბიტკოინის განახლების შემდგომ, რომელსაც Layer-2-ზე გადასვლა ჰქვია, ბიტკოინის ტრანზაქციებიც საგრძნობლად ასწრაფდა.

გარდა ამისა, გადახდების განხორციელებისას მნიშვნელოვანია თუ რა ტიპის და რამდენ საკომისიოს იხდის მომხმარებელი. ამ მიმართულებით ლაითქოინი საგრძნობლად აღემატება ბიტკოინს და კრიპტოვალუტას სულ რამოდენიმე ცენტიანი საკომისიო გადასახადები აქვს სწრაფი გადახდების პარალელურად, ხოლო ბიტკოინის საკომისიო გადასახადი შესაძლოა რამოდენიმე დოლარიც იყოს, რაც ბევრი არ არის, თუმცა ლაითქოინზე მეტია.

დამატებით საინტერესოა ისიც, რომ ლაითქოინს შეუძლია წამში 56 ბლოკის დადასტურება, მაშინ როდესაც ბიტკოინის შემთხვევაში ეს რიცხვი 7 უტოლდება, ეს კი დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორია გადახდების ლაითქოინით განსახორციელებლად.

კრიპტო სტატისტიკაზე დაყრდნობით, ლაითქოინი მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა ყოველდღიური გადახდებისა და ტრანზაქციებისათვის. ეს გამოწვეულია მისი დაბალი ტრანზაქციებისა და მოსახერხებლობის გამო.

ლაითქოინი vs ბიტკოინი: სიჩქარე

კრიპტოვალუტების სწრაფ სამყაროში ტრანზაქციების სისწრაფე მნიშვნელოვანია და ხშირად ეს გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს. როდესაც ბიტკოინსა და ლაითქოინს ვადარებთ სისწრაფის კუთხით, ლიდერობას ეს უკანასკნელი ინარჩუნებს.

ლაითქოინს, რომელსაც ხშირად „კრიპტო ვერცხლად“ მოიხსენიებენ, საგრძნობლად აღემატება ტრანზაქციების დადასტურებისა და ბლოკის შექმნის თვალსაზრისით ბიტკოინს, რომელსაც „კრიპტო ოქროს“ უწოდებენ. ლაითქოინს ტრანზაქციის დასადასტურებლად საშუალოდ 2.5 წუთი სჭირდება, და იგი ბიტკოინის 10 წუთიან დროსთან შედარებით 4-ჯერ უფრო სწრაფია. სწორედ ეს ელვის სისწრაფე ახდენს გავლენას მომხმარებლების არჩევანზე, გამოიყენონ ლაითქოინი გადარიცხვებისათვის.

როგორც ვახსენეთ, დადასტურების გრძელი ინტერვალით კი, ბიტკოინი ლაითქოინთან შედარებით ნელია. თუმცა ეს ნაკლი სხვა ბენეფიტებად გარდაიქმნება, როგორიც უსაფრთხოება და დაცულობაა. გარდა ამისა, სინელის კომპენსირება მრავალმხრივი გამოყენებით კომპენსირდება, ანუ უფრო მეტი ბიზნესის მიერ არის მხარდაჭერილი ბიტკოინი, როგორც საგადახდო საშუალება.

არის თუ არა ლაითქოინი ბიტკოინზე უკეთესი? - ეს შენს მიზნებზეა დამოკიდებული

მიუხედავად მსგავსებებისა, ბიტკოინი და ლაითქოინი განსხვავებული დანიშნულების კრიპტოვალუტებია. ორივე მათგანი გამოირჩევა საინვესტიციო პოტენციალითა და დეცენტრალიზებულობის მაღალი დონით.

თავიანთ მიმდინარეობაში კი, ორივე კრიპტოვალუტა პიონერია. ბიტკოინი არის კრიპტოვალუტების დასაწყისი, ხოლო ლაითქოინი - ალტქოინების. მსოფლიოს გარშემო კი, უამრავი ადამიანი იყენებს მათ, როგორც საგადახდო საშუალებად ყოველდღიური მცირე ტრანზაქციებისათვის თუ თავიანთი სერვისებისა და პროდუქტების გასაყიდად.

არსებობს ასპექტები, რაშიც ლაითქოინი ბიტკოინს ჯობს და გაცილებით აღემატება, თუმცა რიგ საკითხებში შესაძლოა ბიტკოინი ჯობდეს. მაგალითად, ბიტკოინი გაცილებით მაღალი საინვესტიციო პოტენციალის აქტივია.

ხოლო თუ შენ სისწრაფე, დაბალი საკომისიოები და მარტივი გადახდები გინდა არჩევანი ლაითქოინზე უნდა შეარჩიო.

Support