Georgian text on the left side of the visual with bitcoin logos levitating around question mark on the right side
2023-04-25clock10 minutes

2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ტრადიციული საფინანსო სისტემა საკმაოდ რისკიანი და ფინანსური რყევებისკენ მიდრეკილი ეკოსისტემაა.

სწორედ 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდგომ წარმოიშვა ბიტკოინი, როგორც რევოლუციური ციფრული აქტივი. მისი მიზანი მსოფლიო დეცენტრალიზებული საფინანსო სისტემის შექმნა იყო, სადაც მომხმარებლებს წვდომა ერთმანეთთან პირდაპირ, უსაფრთხო და დაცული ქსელის მეშვეობით ექნებოდათ. ამის შემდგომ ბიტკოინი საფინანსო სისტემის რევოლუციას იწყებს.

რა არის ბიტკოინი?

მსოფლიოში პირველი დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა ბიტკოინი, 2009 წელს შეიქმნა უცნობი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელიც სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით გახდა ცნობილი ინტერნეტ სივრცეში. მას შემდგომ, ბიტკოინი გახდა ყველაზე ცნობილი და პოპულარული კრიპტო აქტივი, რომელსაც დღეის მდგომარეობით უკვე აქვს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია.

ამ მონაცემებით ბიტკოინმა ისეთ დიდ ბრენდებს გადაასწრო, როგორებიც არიან Visa, Walmart და Nestle.

საინტერესო ფაქტები ბიტკოინის შესახებ:

  • 2023 წლის მარტის მონაცემებით ბიტკოინის საერთო ცირკულაცია 19 მილიონს უტოლდება.
  • ბიტკოინის ყველაზე მაღალი ფასი 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა - $69.000.
  • ბიტკოინი გადახდის მეთოდად გამოიყენება ისეთ დიდ კომპანიებში, როგორებიც არის Microsoft და AT&T.

ბიტკოინის (BTC) გამოყენება რამოდენიმე დანიშნულებით არის შესაძლებელი, იქნება ეს სხვადასხვა სერვისებისა თუ პროდუქტების ყიდვა, თრეიდინგი თუ სხვისთვის მისი გაგზავნა, როგორც გადახდის საშუალება.

მაგალითად, ბიტკოინი ამარტივებს საერთაშორისო გადარიცხვებს, რომელიც ტრადიციული ვალუტების შემთხვევაში, იქნება დოლარი თუ ევრო, ბევრ პროცედურასთან და საკომისიოებთან არის დაკავშირებული.

ბიტკოინის ერთ-ერთი გამორჩეული ტექნოლოგია მის ბლოკჩეინ ქსელში მდგომარეობს. ბლოკჩეინი არის ციფრული სივრცე, სადაც ინახება და აღირიცხება ყველა განხორციელებული ტრანზაქცია, რომელზედაც თვალის დევნება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ბლოკჩეინს ზურგს უმაგრებს ქსელში ჩაბმული უამრავი მოწყობილობა და ადამიანი, რაც მას დაცულს ხდის გარეგანი ჩარევებისა და მანიპულაციებისგან. პარალელურად კი, საშუალებას აძლევს ორ ადამიანს პირდაპირ ჰქონდეთ ერთმანეთთან გადარიცხვები, მესამე მხარის დახმარების გარეშე.

სწორედ დაცულობისა და გამჭვირვალობის გამო, ბიტკოინს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. როგორც მილიარდერმა ინვესტორმა მარკ კუბანმა თქვა:

ბიტკოინი ოქროს ჰგავს ერთი ფუნდამენტური სხვაობით, ოქრო ფიზიკური აქტივია, ბიტკოინი კი - ციფრული“

რა არის ბიტკოინის განახევრება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტისთვის?


თუ რატომ არის განახევრება ყველა კრიპტო თრეიდერისთვის მნიშვნელოვანი პროცედურა, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რა არის ის და როგორ მუშაობს ბიტკოინი.

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ერთი ადამიანი მეორესთან გადარიცხავს ბიტკოინს, ქსელში ჩართული უამრავი ადამიანი და კომპიუტერი მუშაობს იმ პროცესზე, რომ ამ ტრანზაქციის ავთენტურობა დაადასტურონ. ასეთ ადამიანებს მაინერები ეწოდებათ და მაინერი, რომელიც პირველი დაადასტურებს ტრანზაქციას, გასამრჯელოს სახით იღებს გარკვეული რაოდენობის ბიტკოინს. ხოლო დადასტურებული ტრანზაქცია ბლოკში სამუდამოდ ჩაიწერება და შემდგომ ბლოკჩეინში გადაინაცვლებს.

ბიტკოინის ყოველი 210 000 ბლოკის შექმნის შემდგომ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც სწორედ განახევრება ქვია - ანუ მაინერები, უფრო ნაკლებ და ნაკლებ ჯილდოს იღებენ.

ჰალვინგის, ანუ განახევრების პროცესი კი გაგრძელდება მანამ, სანამ ცირკულაციაში არსებული ბიტკოინების რაოდენობა 21 მილიონს არ მიაღწევს, რაც 2140 წლისათვის არის ნავარაუდები.

შემდგომი ბიტკოინის განახევრება 2024 წლის აპრილში იქნება და იგი ყოველ 4 წელში ერთხელ ხდება.

რა სარგებელი მოაქვს ბიტკოინს?

ბიტკოინის განახევრების თარიღები:

  • 2012 წლის ნოემერბი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 50 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 25 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $12.35
    ფასი 5 თვის შემდეგ: $127
  • 2016 წლის ივლისი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 25 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 12.5 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $650
    ფასი 5 თვის შემდეგ: $758
  • 2020 წლის მაისი:
    მაინინგის ჯილდო განახევრებამდე: 12.5 ბიტკოინი
    ჯილდო განახევრების შემდეგ: 6.25 ბიტკოინი
    ფასი განახევრებამდე: $8600
    ფასი 5 თვის შემდეგ: $15420

ბიტკოინის შემდეგი განახევრება 2024 წლის აპრილში უწევს, სტატისტიკური მონაცემები და წარსული გამოცდილება გვეუბნება, რომ დიდად სავარაუდოა ბიტკოინის ფასის ზრდა, შესაბამისად უამრავი ადამიანი ამ აქტივის ყიდვას და განახევრების დალოდებას გეგმავს, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ მათი ნაყიდი აქტივი, სტატისტიკაზე დაყრდნობით დაახლოებით, მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება.

  • დეცენტრალიზებული

ბიტკოინი დეცენტრალიზებული ციფრული კრიპტოვალუტაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე კონტროლი არ აქვს რომელიმე ცენტრალიზებულ, ერთ ორგანოს. გარდა ფინანსური თავისუფლებისა, დეცენტრალიზებულობა იძლევა უსაფრთხოების მაღალ დონეს, რადგანაც ყოველი ტრანზაქცია უცვლელად აისახება ქსელში და მისი მანიპულირება შეუძლებელია.

  • დაბალი საკომისიო

ბიტკოინის ტრანზაქციები ტრადიციულ საბანკო ტრანზაქციებთან შედარებით, იქნება ეს ლარში, დოლარში თუ ევროში, გამოირჩევა დაბალი საკომისიოებით.

  • ანონიმური

კრიპტოვალუტების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ანონიმურობაა, რაც ინდივიდისთვის ფინანსური თავისუფლების მნიშვნელოვანი საწყისია.

  • საინვესტიციო პოტენციალი

ბიტკოინის გამოჩენიდან დღემდე, კრიპტოვალუტამ ფასში საგრძნობი ზრდა აჩვენა. ეს კი თრეიდერებისა და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ფაქტორია.

მაგალითად, 2020 წლის აპრილში ერთი ბიტკოინის ფასი საშუალოდ $9000-მდე იყო, ხოლო 2023 წლის აპრილში - $28 000 ფარგლებში მერყეობს.

როგორ ვიყიდო ბიტკოინი მარტივად?

რეგისტრაციის შემდგომ უკვე შეგიძლია შენს კრიპტალის ანგარიშზე შეიტანო თანხა საბანკო გადარიცხვისა და Visa & Mastercard ბარათების გამოყენებით. კრიპტოს ყიდვისთვის კი, ორი გზა არსებობს - კონვერტაცია და Spot ბირჟა.

თუ დეტალურად გაინტერესებს ინსტრუქცია, შეგიძლია ჩვენი ბლოგი წაიკითხო.

შეჯამება:

ბიტკოინი არის მომავლის ციფრული ვალუტა. არ აქვს მნიშვნელობა, ჩართული ხარ თუ არა ინვესტირებაში, თრეიდინგში ან დაიწყე თუ არა კრიპტო სტეიკინგი, ბიტკოინმა თანამედროვე საფინანსო სისტემაზე და ადამიანების ფინანსურ თავისუფლებაზე დიდი გავლენა უკვე იქონია.

თუ ბიტკოინის ყიდვა ან გაყიდვა მოგინდა, Cryptal ყველაზე მარტივი არჩევანია, სადაც თანხის გამომუშავება არა მარტო თრეიდინგით, არამედ კრიპტო სტეიკინგის დაწყებით და სარგებლის დაგროვებითაც არის შესაძლებელი.

Support