Სარჩევიchevron-down
Solana-ს პროექტი - რას გაიგებ ბლოგში
რა არის კრიპტოვალუტა სოლანა (SOL)?
რა არის სოლანას ბლოკჩეინი?
სოლანას უპირატესობები:
ჰაიპი ტვიტერზე სოლანას ირგვლივ
სოლანას ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა
კონვერტაცია
Spot ბირჟა
Solana-ს პროექტის შეფასება
სოლანას გუნდი - 5/5
სოლანას Whitepaper – 5/5
სოლანას მარკეტინგი - 5/5
სოლანას არხები - 5/5
სოლანას ინვესტორები - 4/5
კრიპტო პროექტი სოლანა - შეჯამება:
Georgian text on the left side of the visual with the SOLANA Card on the right side 1000x300
2024-04-19clock10 minutes

Solana-ს პროექტი - რას გაიგებ ბლოგში

სოლანა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა და მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყენებს.

ამ ბლოგში სწორედ ამ კრიპტო პროექტზე ვისაუბრებთ, გეტყვით რა არის ეს კრიპტოვალუტა, რა ბლოკჩეინი აქვს მას, რა უპირატესობებით გამოირჩევა ის და რაც მთავარია, სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა საქართველოში ყველაზე მარტივად, იაფად და სწრაფად.

ბლოგის ბოლოს კი, 5 ქულიანი სისტემით შევაფასებთ სოლანას ყველა იმ ასპექტს, რომელიც ნებისმიერი კრიპტოვალუტისათვის მნიშვნელოვანი და ხშირად გადამწყვეტია - მისი გუნდი, პროექტის Whitepapaer, სოლანას მარკეტინგი, საკომუნიკაციო არხები და მისი ინვესტორები.

რა არის კრიპტოვალუტა სოლანა (SOL)?

სოლანა (SOL) არის მაღალი ეფექტურობის მქონე კრიპტოვალუტა, რომელსაც სხვა ციფრული აქტივებიდან დიდი სისწრაფე და საკმაოდ დაბალი საკომისიოები გამოარჩევს.

სოლანა შექმნილია დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApss) და კრიპტოვალუტების სამუშაო პროცესის გასამარტივებლად. კრიპტოვალუტა იყენებს უნიკალურ ჰიბრიდულ კონსენსუსის მოდელს, რომელიც აერთიანებს Proof of History-სა და Proof of Stake-ის მექანიზმებს.

ჰიბრიდული კონსენსუსის მოდელი და ეს ინტეგრაცია ხელს უწყობს არა მხოლოდ კრიპტოს მასშტაბურობასა და ხელმისაწვდომობას, არამედ ციფრულ აქტივს ხდის უფრო უსაფრთხოს, ხოლო მის ტრანზაქციებს ბევრად სწრაფს.

როგორც კრიპტოვალუტა, სოლანა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ზოგადად ბლოჩკეინ ინფრასტრუქტურა და დეველოპერებს ხელი შეუწყოს შექმნან უფრო სწრაფი და ეფექტური აპლიკაციები. თავად კრიპტოვალუტა სოლანა კი, გამოიყენება როგორც საგადახდო, ასევე საკომისიოებისა და სხვა მსგავსი ანგარიშსწორების სერვისების სანაცვლოდ.

სოლანას მზარდი მოთხოვნა ხაზს უსვამს მის ქსელში შექმნილი პროექტების აქტუალურობასა და კრიპტოს მზარდ მნიშვნელობას, ეს ყოველივე კი, ციფრულ აქტივს კრიპტო ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

კრიპტოს ფასი ამჟამად $135 ფარგლებში მერყეობს, ხოლო CoinMarketCap-ის მონაცემებით მისი ჯამური საბაზრო ღირებულება $61 მილიარდს სცდება და სოლანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 5 ყველაზე დიდ კრიპტო აქტივს შორის ხვდება.

რა არის სოლანას ბლოკჩეინი?

როგორც უკვე ვახსენეთ, კრიპტოვალუტა სოლანა საკმაოდ უსაფრთხო და სწრაფი ციფრული აქტივია, ამაში მნიშვნელოვანი როლი კი, მის ბლოკჩეინს შეაქვს. თავად სოლანას ქსელი ცნობილია, როგორც ეფექტური და დაცული ბლოკჩეინი. მისი უნიკალური და ჰიბრიდული ალგორითმი კი, რომელიც PoH-სა და PoS აერთიანებს, წამში ათასობით ტრანზაქციას ატარებს. ამგვარი შედეგი მიუღწეველია ისეთი ცნობილი ბლოკჩეინებისთვის, როგორიც მაგალითად ბიტკოინი ან სულაც ეთერიუმია.

სხვადასხვა დამატებითი ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, რომლებსაც Turbine, Gulf Steam და Sealevel ჰქვიათ, სოლანა უზრუნველყოფს დაბალ საკომისიოებსა და აჩქარებულ ტრანზაქციებს.

სწორედ ეს თვისებები ხდის კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინ სოლანას მიმზიდველს მომხმარებლებისათვის.

სოლანას უპირატესობები:

  • სწრაფი ტრანზაქციები - როგორც უკვე ვახსენეთ, სოლანას ბლოკჩეინს შეუძლია უამრავი ტრანზაქცია, წამში ათასობით, უსწრაფესად გაატაროს. გაცილებით ჩქარა, ვიდრე ეს ისეთ “ძველ სისტემებს” შეუძლიათ, როგორიც მაგალითად ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა პოპულარული ქსელია.

  • დაბალი საკომისიოები - სოლანას გამოყენებით გადარიცხვების განხორციელება ბევრად უფრო დაბალ საკომისიოებს უკავშირდება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქსელის გამოყენებით. ეს კი, უამრავი ადამიანისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი პერსპექტივაა.

  • ენერგო ეფექტურობა - სოლანას ბლოკჩეინი ახლებური ტექნოლოგიით მუშაობს, რაც გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და შესაბამისად უსაფრთხოა ბუნებისათვის.

  • მოქნილობა - ის იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ დეველოპერებისათვის მოქნილია შექმნან სხვადასხვა აპლიკაციები. მოქნილობა კი, ხელს უწყობს მრავალფეროვანი და საჭირო აპლიკაციების შექმნას.

  • უსაფრთხოება - ციფრულ სამყაროსა და კრიპტო ინდუსტრიაში უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სოლანა არის თანამედროვე ციფრული კრიპტოვალუტა, რომელიც გამოირჩევა ყველა იმ უსაფრთხოების ნორმებით, რომელიც ყველა ქსელს მოეთხოვება.

ჰაიპი ტვიტერზე სოლანას ირგვლივ

ბოლო დროს ტვიტერზე განსაკუთრებული ხმაური წარმოიქმნა სოლანას ირგვლივ არსებულ პროექტებზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ პროექტი მნიშვნელოვანი უპირატესობებით გამოირჩევა, როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის - სიიაფე, სისწრაფე და უსაფრთხოება.

წინასწარი გაყიდვები ანუ Pre-Sale-ები კი პროექტებისათვის ფულის ასაგროვებლად გამოცდილ და კარგ მეთოდად გადაიქცა. ამ პროექტების ავტორები პოტენციურ მომხმარებლებს სთავაზობენ ტოკენების ადრეულ ეტაპზე უფრო იაფად ყიდვას იმ პირობით, რომ კრიპტოს ფასი მომავალში გაცილებით მეტი იქნება. FOMO-ს გათვალისწინებით კი, ამგვარი შანსის გაშვება ბევრ ადამიანს არ უნდა.

ერთი ასეთი კარგი მაგალითი Lucky Boo Token არის. პროექტის ირგვლივ ტვიტერზე დიდი გამოხმაურება იყო, რადგან მომხმარებლებს წინასწარი გაყიდვები შესთავაზეს და შედეგმაც არ დააყოვნა - კრიპტო უამრავმა ადამიანმა შეიძინა. შემქმნელების გეგმის მიხედვით, ტოკენების 45% მარკეტინგული მიზნებისათვის გაიხარჯა.

თუმცა, ტვიტერზე გაცილებით კარგი მაგალითებიც გვხვდება იმ მოვლენების, რომლებიც ბოლო ხანებში სოლანას ირგვლივ ტრიალებს. ტვიტერის ორმა ანგარიშმა პოსტის მეშვეობით დაფინანსების მოკრება მოინდომა და მომხმარებლებს წინასწარი გაყიდვები შესთავაზა. საბოლოოდ ორივე ანგარიშმა $35-35 მილიონი მოაგროვეს. ერთ-ერთმა ანგარიშმა მოგვიანებით დატვიტა, რომ მეტი თანხა საჭირო აღარ იყო, პროექტის გასაშვებად საკმარისი სახსრები მოგროვდა და ადამიანებს ფულის ან კრიპტოს ჩარიცხვა შეეწყვიტათ, ხოლო მეორე ანგარიშმა საკუთარი ტვიტი წაშლა და მომხმარებლის აქტივებთან ერთად გაუჩინარდა.

სოლანას ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოცდილი ხარ კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში, კრიპტოს ყიდვა დამწყებთათვისაც და გამოცდილი თრეიდერებისათვის ერთნაირად მარტივი და ხელმისაწვდომია კრიპტო ბირჟების დახმარებით.

ქართულ კრიპტო ბაზარზე უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბირჟები არიან წარმოდგენილი - Cryptal, Mycoins, Coinmania, Binance და ა.შ.

ჩამოთვლილი კრიპტო ბირჟებიდან არჩევანს კრიპტალზე შევაჩერებთ, რადგან აქ კრიპტოს ყიდვა სიმარტივეს, დაბალ საკომისიოებსა და უსაფრთხოებას უკავშირდება.

კრიპტალზე სასურველი კრიპტოვალუტა და ჩვენს შემთხვევაში სოლანა, შეგიძლია ორი გზით შეიძინო:

  • კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა რამოდენიმე წამში
  • Spot ბირჟა - სოლანა საუკეთესო ფასად

თუმცა გაითვალისწინე, იმისათვის რომ კრიპტოს ყიდვა და შემდგომ მისი უსაფრთხოდ შენახვა შეძლო, კრიპტო საფულე დაგჭირდება. ყოველ კრიპტოვალუტა საკუთარ საფულეს მოითხოვს. სწორედ ისე, როგორც ტრადიციულ საბანკო სისტემაში ხდება.

თუკი ლარი გინდა შეინახო ან ჩაგირიცხონ, ამისათვის ლარის ანგარიში დაგჭირდება. თუკი ა.შ.შ. დოლარი გინდა რომ ჩაგირიცხონ, მაშინ ა.შ.შ. დოლარის ანგარიში დაგჭირდება.

ასევეა კრიპტო აქტივების შემთხვევაშიც, თუ ბიტკოინი გინდა რომ ჩაგირიცხონ და შეინახონ, ბიტკოინის საფულე დაგიჭრდება, სოლანას შემთხვევაში კი, სოლანას საფულე.

გაითვალისწინე, თუკი კრიპტალზე დარეგისტრირდები და კრიპტოს იყიდი, საფულე ავტომატურად დაგენერირდება და შენს მიერ შეძენილი ციფრული ვალუტაც იქ განთავსდება.

ხოლო თუ კრიპტო საფულეებზე მეტი ინფორმაცია გინდა გაიგო, მაშინ ჩვენს ბლოგს შეგიძლია გაეცნო, სადაც საფულეზე ყოველდღიური და გასაგები ტერმინებით ვსაუბრობთ.

კონვერტაცია

თუკი კრიპტოს ყიდვა გინდა მარტივად და მომენტალურად, ყოველგვარი ლოდინისა და ზედმეტი პროცედურების გარეშე, მაშინ კონვერტაცია საშენო გზაა.

ეს მეთოდი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც კრიპტოვალუტა მომენტალურად, რამოდენიმე წამში უნდათ რომ იყიდონ. გარდა ამისა, კონვერტაციის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კრიპტოს ყიდვის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ და ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ.

მოკლედ, თუ ახალი ხარ ან კრიპტოს ყიდვა წამებში გინდა, კონვერტაცია საშენოა და ამისათვის შენ:

  • შედიხარ Cryptal-ზე
  • აკლიკავ კრიპტოს შეძენა
  • უთითებ SOL და TOGEL
  • ირჩევ კრიპტოვალუტის რაოდენობას
  • აკლიკავ ყიდვა

რა უპირატესობა აქვს კონვერტაციას?

  • სისწრაფე - კრიპტოს ყიდვა მომენტალურად შეგიძლია
  • სიმარტივე - სოლანას ყიდვა გამოცდილების გარეშე მარტივად შეგიძლია

Spot ბირჟა

თუკი კრიპტოვალუტა გინდა გესმოდეს, მაშინ უნდა იცოდე რა არის Spot ბირჟა. ეს არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა და გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანები ერთ სივრცეში იყრიან თავს და აქტივებს უსაფრთხოდ და კომფორტულად ცვლიან ერთმანეთში.

მოკლედ, თუკი ბირჟაზე სოლანას ყიდვა გინდა, მაშინ:

ბირჟაზე ათავსებ მოთხოვნას, რომელსაც სხვაგვარად ორდერი ჰქვია, სადაც უთითებ, რომ გსურს კრიპტოს ყიდვა. დამატებით უთითებ, რა რაოდენობის კრიპტოვალუტა გინდა რომ შეიძინო და რამდენის გადახდისათვის ხარ მზად.

შემდგომ ელოდები, თუ როდის გამოჩნდება საპირისპირო მხრიდან ადამიანი, რომელსაც შენს მიერ მოთხოვნილი კრიპტოვალუტა, ჩვენს შემთხვევაში სოლანა აქვს და უნდა მისი გაყიდვა. პარალელურად კი, მზად არის შენს მიერ შეთავაზებულ ფასად დაგითმოს ეს ციფრული აქტივი.

თუკი ასეთი პირობა შესრულდება, ეს ნიშნავს იმას, რომ თრეიდი შედგება, შენ კრიპტო შენს საფულეში აგესახება, სანაცვლოდ კი მეორე ადამიანი სხვა კრიპტოვალუტას ან ფიატ აქტივს მიიღებს.

მაგალითად: შენ გინდა 10 სოლანას ყიდვა და ორდერში უთითებ რომ სანაცვლოდ მზად ხარ გადაიხადო 3500 ლარი (TOGEL).

მოთხოვნას განათავსებ კრიპტო ბირჟაზე და ელოდები ადამიანს, რომელსაც კრიპტოს გაყიდვა უნდა.

ასეთი ადამიანის გამოჩენის შემთხვევაში, ის ნახავს ბირჟაზე განთავსებულ შენს ორდერს, დათანხმდება და საკუთარ კრიპტო აქტივებს მოგყიდის, სანაცვლოდ კი ის შენგან 3500 ლარს მიიღებს, როდესაც ტრანზაქცია შედგება, განხორციელდება თრეიდი ანუ ვაჭრობაც შედგა.

ხომ გახსოვს, კრიპტოვალუტის მისაღებად და შესანახად კრიპტო საფულე გჭირდება. ამ შემთხვევაში კი, სოლანას კრიპტო საფულე.

ასევე გაითვალისწინე, ბირჟას აქვს ორი საინტერესო და გამოსადეგი ფუნქცია:

ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც ბირჟა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბაზარზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.

მაგალითად: თუკი ბირჟაზე სოლანას 10 ადამიანი ყიდის, მარკეტ ორდერის დახმარებით ბირჟა შენ ყველაზე დაბალი ფასის ორდერს მოგაწვდის.

ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით უთითებ კრიპტოს ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ, ბირჟა კი გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.

მაგალითად: თუკი შენ მიუთითებ, რომ გინდა კრიპტოს ყიდვა და შესაბამის ველში ჩაწერ, რომ ყიდვა ავტომატურად განხორციელდეს, თუ ბირჟაზე გამოჩნდება გაყიდვის მსურველი ადამიანი, რომელიც აქტივს აფასებს 3400-დან 3600 ლარის ფარგლებში. თუკი ასეთი ორდერი გამოჩნდება, ყიდვა ავტომატურად განხორციელდება, თუკი არა - ბირჟა დაელოდება მანამ, სანამ მითითებულ დიაპაზონში არ გამოჩნდება აქტივები გასაყიდად.

რა უპირატესობა აქვს Spot ბირჟას?

  • მოქნილი ფასი - ბირჟაზე კრიპტოს ყიდვა ყველაზე კარგ ფასად არის შესაძლებელი

Solana-ს პროექტის შეფასება

როგორც ბლოგის დასაწყისში ვთქვით, კრიპტოვალუტა სოლანას, მის ბლოკჩეინსა და ყველაფერს მასთან დაკავშირებით შევაფასებთ 5 ბალიანი სისტემით, სწორედ ისე, როგორც BNB-ის შემთხვევაში გავაკეთეთ. 5 ქულა არის უმაღლესი შეფასება, ხოლო 1 ქულა - ყველაზე ცუდი.

აქ შევაფასებთ სოლანას გუნდს, კრიპტოვალუტის Whitepaper-ს, საკომუნიკაციო არხებს, პროექტის მარკეტინგსა და სოლანას უკან მდგომ ინვესტორებს.

სოლანას გუნდი - 5/5

სოლანას გუნდი ჩვენი სუბიექტური შეფასებით მაქსიმალურ, 5 ქულას იმსახურებს. გუნდის ყველა წევრი საჯარო და ცნობილი ფიგურაა, მათ შორის დამფუძნებლის ჩათვლით.

სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ისინი კრიპტოვალუტებისა და კონკრეტულად სოლანას ირგვლივ ძალიან აქტიურობენ.

სოლანას Whitepaper – 5/5

კრიპტო სამყაროში უამრავი დიდი კრიპტოვალუტა არსებობს, რომელიც სხვადასხვა ნიშნით გამოირჩევიან. უამრავ ციფრულ აქტის საკუთარი Whitepaper, ანუ უმთავრესი სახელმძღვანელო დოკუმენტი აქვს.

სოლანას Whitepaper კი, ერთ-ერთ ყველაზე ამომწურავი დოკუმენტია, რომელიც ამ დიდ სამყაროში არსებობს და ამ ნიშნით ის აუცილებლად მაქსიმალურ შეფასებას იმსახურებს.

სოლანას მარკეტინგი - 5/5

თუკი რომელიმე კრიპტო აქტივს კარგი მარკეტინგი, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად სოლანა იქნება.

თითქმის ყოველდღიურად უამრავი პარტნიორობის შესახებ ხდება ცნობილი და ახალი პროდუქტებიც დიდი სიხშირით ანონსდება. ეკოსისტემა კი, საკმაოდ საფუძვლიანად არის გამართული. შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება თუკი ამ ასპექტშიც კრიპტოვალუტა უმაღლეს, ხუთ ქულიან შეფასებას დაიმსახურებს.

სოლანას არხები - 5/5

გასაკვირი არ იქნება, თუკი ისეთი დიდი კრიპტო პროექტი, როგორიც სოლანაა, საკომუნიკაციო არხებში ძალიან აქტიური იქნება.

კრიპტო წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდ სოციალურ მედიაში და კომუნიკაციის ხარისხის გათვალისწინებით, ჩვენი სუბიექტური შეფასებით 5 ქულას იმსახურებს.

სოლანას ინვესტორები - 4/5

ყველა კრიპტო პროექტისათვის მნიშვნელოვანია თუ ვინ არიან მისი ინვესტორები, ანუ რომელი ფირმები ან ინდივიდები ფლობენ კრიპტო აქტივს.

სოლანას შემთხვევაში ვხვდებით ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიც a16z და Polychain Capital არიან.

თუმცა, ინვესტორებს შორის არის Alameda Research, რომელიც უკვე გაკოტრებული კრიპტო ბირჟა FTX-ის შვილობილი კომპანიაა და საკმაო რაოდენობის სოლანას ფლობენ. სწორედ ამის გამო, სოლანას ინვესტორებმა მაქსიმალური ხუთი ქულიდან, ჩვენი შეფასებით ოთხი დაიმსახურა.

კრიპტო პროექტი სოლანა - შეჯამება:

ციფრული აქტივების დიდ ინდუსტრიაში სოლანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა არის, რომელსაც უნიკალური და სწრაფი ბლოკჩეინი აქვს.

კრიპტოს ისეთი უპირატესობები ახასიათებს, როგორიც სისწრაფე, დაბალი საკომისიოები და დიდი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ, უამრავ ადამიანს მისი ყიდვისა და გამოყენების სურვილი უჩნდება.

თუკი შენც ასეთი ხარ და კრიპტოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, შეგიძლია Cryptal-ს მიაშურო და კონვერტაცია ან სპოტ ბირჟა გამოიყენო.

კრიპტო პროექტი სოლანა კი, საკუთარი მარკეტინგის, გუნდისა და Whitepaper-ის წყალობით ნამდვილად გამორჩეული აქტივია.

Support