Სარჩევიchevron-down
შესავალი: კრიპტო კაზინო და ყველაფერი რასაც ბლოგში გაიგებ
რა არის კრიპტო კაზინო?
რა უპირატესობები აქვს კრიპტო კაზინოს?
რა კრიპტო კაზინოები არსებობენ ბაზარზე?
როგორ შევიტანო კრიპტოვალუტა პლატფორმაზე?
სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
კრიპტო კაზინო - ახალი ინდუსტრია
Georgian text on the left side of the visual and Casino Chips with Bitcoin logo on the right side 1000x300
2024-03-20clock7 minutes

შესავალი: კრიპტო კაზინო და ყველაფერი რასაც ბლოგში გაიგებ

კრიპტოვალუტა სულ უფრო ფართო ცნება ხდება და მის მასობრივ პოპულარიზაციასთან ერთად, ციფრული აქტივები ისეთ ინდუსტრიებშიც ჩნდებიან, რომლებშიც ერთი შეხედვით არ წარმოგვიდგენია.

სწორედ ასეთი მიმართულებაა კრიპტო კაზინო, რომელიც მომხმარებლებს აქამდე არნახულ ბენეფიტებს სთავაზობს. ამ ბლოგში კი გეტყვით, როგორ მუშაობს კრიპტო კაზინო და რა არის ის.

ასევე, გაჩვენებთ, რომელი ცნობილი კრიპტო კაზინოები არსებობენ ბაზარზე, როგორ შეიტანო კრიპტო კაზინოში და სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მომგებიან ფასად, დაბალი საკომისიოებით.

რა არის კრიპტო კაზინო?

კაზინო ყველასათვის ნაცნობი ტერმინი უნდა იყოს, თუმცა კრიპტო კაზინო სრულიად ახალი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ინდუსტრიაა ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე.

კრიპტო კაზინოების პოპულარობის ზრდა გლობალურია და გამოწვეულია რამოდენიმე ფაქტორით. ონლაინ კაზინოები მომხმარებლებს სულ უფრო ნაკლებ ანონიმურობას სთავაზობენ, საკომისიოების ზრდის პარალელურად.

ტრადიციული ტიპის კაზინოსა ან ონლაინ კაზინოსგან განსხვავებით, კრიპტო კაზინოში მიმოცვლის მთავარი საშუალება არა ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან ევროა, არამედ კრიპტოვალუტა.

კრიპტო კაზინო მომხმარებლებს ისეთი ციფრული აქტივების შეტანას, გატანასა და განაღდებას სთავაზობს, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი ან სულაც ლაითქოინია.

კრიპტო კაზინოების შემთხვევაში განსხვავებულია რეგულაციები და საკანონმდებლო მიდგომები, ისევე, როგორც ზოგადად კრიპტო ინდუსტრიაში. თუმცა, ამ ტიპის სათამაშო პლატფორმებს ნამდვილად აქვთ მსგავსება ტრადიციულ კაზინოებთან და მუშაობის პრინციპიც ერთმანეთს ჰგავს.

  • რეგისტრაცია
    ირჩევ სასურველ კრიპტო კაზინოს და რეგისტრირდები. ზუსტად ისე, როგორც ტრადიციული ონლაინ კაზინოს ან სხვა ნებისმიერი პლატფორმის შემთხვევაში.


  • კრიპტოს შეტანა
    სხვადასხვა კრიპტო კაზინოზე სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტა არის მხარდაჭერილი. შესაბამისი პლატფორმის შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, აქვს თუ არა პლატფორმას შენთვის სასურველი აქტივის მხარდაჭერა. თუმცა, უმეტესობა კრიპტო კაზინოებზე გვხვდება ისეთი კრიპტოები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი ან ლაითქოინია.

  • თამაშის შერჩევა
    კრიპტო კაზინოებში არსებულ თამაშებზე სპეციალიზირებული კომპანიები მუშაობენ. შეარჩიე შენთვის სასურველი თამაში.
    მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კრიპტო კაზინო ფუნქციონირებს, თამაშები შესაძლოა ბევრგან მეორდებოდეს და ერთი და იგივე იყოს.
    აქ შეხვდები პოკერს, სხვადასხვა სპორტსა და ტრადიციული კაზინოსათვის დამახასიათებელ სხვა თამაშებს.

  • განაღდება
    ოპერირების შემდგომ მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოს განაღდება შეძლო. ამისათვის, პლატფორმაზე უნდა მიაბა შენი კრიპტო საფულე, სადაც კრიპტოვალუტა გადაირიცხება. სულ ეს არის, შენი აქტივები საფულეში სულ რამოდენიმე წუთში უნდა აისახოს.

მაგრამ, მიუხედავად მსგავსებისა, მაინც შეიძლება გაგიჩნდეს შეკითხვა, როგორ მუშაობს კრიპტო კაზინო?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კრიპტო კაზინოებზე ისეთი ტიპის აზარტულ თამაშებს შევხვდებით, როგორიც ტრადიციულ ონლაინ კაზინოებზე გვხვდება. მუშაობის პრინციპი კი, ამ ორი კაზინოს შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტურია.

გარდა ამისა, კრიპტო კაზინოებში ვნახავთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით შექმნილ სხვადასხვა თამაშს, რომელიც სწორედ ბლოკჩეინის ქსელის წყალობით ქმნის სამართლიან და შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებულ სათამაშო გარემოს, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე კაზინოებისათვის.

რაც შეეხება საგადახდო სისტემას, კაზინოები იმავე პრინციპით ხელმძღვანელობენ, რა პრინციპითაც კრიპტო ბირჟები. მოთამაშისთვის ყოველი კრიპტოვალუტის შემთხვევაში იქმნება უნიკალური მისამართი, რომელზეც შესაბამისი ციფრული აქტივების შეტანა, ანუ ბალანსის შევსებაა შესაძლებელი.

ბირჟების მსგავსად, ბალანსის შევსებასა და კრიპტოს ასახვას რამოდენიმე წუთი სჭირდება.

რა უპირატესობები აქვს კრიპტო კაზინოს?

ტრადიციული ტიპის კაზინოებისაგან განსხვავებით, კრიპტო კაზინო თითქმის ყველა იმ უპირატესობით სარგებლობს, რაც კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინ ინდუსტრიას აქვს, ასეთები კი ნამდვილად ბევრია.

  • ანონიმურობა - გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტა ანონიმური აქტივია, კრიპტო კაზინოები მომხმარებლებს ანონიმურ ანგარიშებს სთავაზობენ, სადაც საჭირო არ არის შენი პერსონალური ინფორმაციის შეყვანა. რეგისტრირებისას არანაირი საიდენტიფიკაციო მონაცემი არ შეგყავს და რჩები სრულიად ანონიმურად.

    ანონიმურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც აზარტული თამაშის გამო შესაძლოა რომელიმე სახელმწიფო სამსახურში ვერ დაიწყო მუშაობა ან სულაც სესხის აღებისას პრობლემა შეგექმნას.


  • საკომისიოები - ტრადიციული კაზინოს შემთხვევაში მომხმარებელი გატანის მაღალი საკომისიოთი სარგებლობს. მაგალითად, საქართველოში მოქმედ ინდუსტრიაში შენი თანხის გატანისას 6%-ით იბეგრები.

    კრიპტო კაზინოს შემთხვევაში კი, ასეთი საკომისიოები არ არსებობს. კრიპტოვალუტის გატანა და შეტანა სრულიად თავისუფალია ყოველგვარი გადასახადისგან.


  • ლიმიტები - კრიპტო კაზინოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ლიმიტების არ არსებობაა. შეგიძლია ნებისმიერი თანხა გაიტანო, თუნდაც ერთი მილიონი.


  • დამატებითი ბენეფიტები - კრიპტოვალუტა იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებლებს გაცილებით მეტი შანსი ჰქონდეთ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის დიდ გათამაშებებში.

რა კრიპტო კაზინოები არსებობენ ბაზარზე?

ბაზარზე უამრავი კრიპტო კაზინოა წარმოდგენილი, რომელზეც მარტივი რეგისტრაციით ან უბრალოდ კრიპტო საფულის დაკავშირებით შეგიძლია დაიწყო აქტიურობა.

პოპულარულ კაზინოებს შორის ლიდერობენ ისეთები, როგორიც არის: FortuneJack, Stake, Rollbit და SportsbetajklfjklagjklgajklgklagagjklashwajkgjawkljhgklwgklhawklawjkhfwjkhafjhajfhajfhajjfasfBC GAME.

გაითვალისწინე, ზოგიერთ კრიპტო კაზინო საქართველოდან ხელმისაწვდომი არ არის და შესაძლოა VPN-ის გამოყენება დაგჭირდეს.

ყველა პლატფორმას კი, თავისი უპირატესობა, უნიკალური თამაშები და დიზაინი აქვს.

როგორ შევიტანო კრიპტოვალუტა პლატფორმაზე?

ხომ გახსოვს, კრიპტო კაზინოებში ტრადიციული ტიპის ფიატ ვალუტა, როგორიც ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან სულაც ევროა არ მიიღება და საჭირო ციფრული აქტივები - ბიტკოინი, ეთერიუმი ან სხვა მსგავსი კრიპტო.

შესაბამისად, პლატფორმაზე ოპერირებისათვის საჭიროა ბალანსი კრიპტოთი შეივსო. პროცედურა კი ძალიან მარტივია. განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტო კაზინოს მაგალითზე:

  • გადადი FortuneJack-ზე
  • დაკლიკე Sign Up - შეიყვანე მეილი და პაროლი
  • რეგისტრაცია & ავტორიზაციის შემდგომ გამოგიჩნდება ველი:
A screenshot of a computer

Description automatically generated

  • აირჩიე სასურველი კრიპტოვალუტა (ბიტკოინი, ეთერიუმი და ა.შ.) და დაკლიკე Deposit
  • შემდგომ მოხვდები ველზე, სადაც უნდა აირჩიო მოცემული კრიპტოვალუტის ქსელი
A screenshot of a qr code

Description automatically generated
  • ბოლოს კი, დაგენერირდება მისამართი სადაც შენი ბიტკოინი უნდა გადარიცხო
A screenshot of a mobile banking account

Description automatically generated

სულ ეს არის, შენი კრიპტო კაზინოს ანგარიშის ბალანსი შევსებულია.

სად შეიძლება კრიპტოს ყიდვა?

იმისათვის, რომ კრიპტო კაზინოში ბალანსი შეივსო, კრიპტოვალუტა გჭირდება, მის საყიდლად კი, სხვადასხვა პლატფორმა არსებობს.

კრიპტოს ყიდვა მრავალი გზით არის შესაძლებელი, თუმცა სიმარტივისა და მოსახერხებელი გარემოს გამო უამრავი ადამიანი ბირჟებს იყენებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბირჟაა კრიპტალი, რომელიც დაგეხმარება რომ კრიპტო მარტივად, სწრაფად და დაბალი საკომისიოებით იყიდო.

როგორ გააკეთო ეს?

პირველ რიგში, მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია უნდა გაიარო, შემდგომ კი:

  • კონვერტაცია - არის კრიპტოს ყიდვის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა. ეს მეთოდი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გამოცდილება არ აქვთ ან საერთოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ ინდუსტრიაში.

    შენ უბრალოდ უთითებ, რომელი კრიპტოს ყიდვა გინდა, რა რაოდენობით და სულ ეს არის. ქოინი თუ ტოკენი შენს საფულეში, რომელიც კრიპტალზე ანგარიშის გახსნისას გიგენერირდება, მომენტალურად ჩაირიცხება.

რა პლიუსები აქვს კრიპტოს ყიდვას კონვერტაციის გზით?
მარტივია - კრიპტოვალუტა რამოდენიმე კლიკში შენს საფულეშია
დამწყებთათვის არის - არ გჭირდება არანაირი გამოცდილება
მომენტალურია - კრიპტოს ყიდვა წამიერად შეგიძლია

  • Spot ბირჟა - არის კიდევ ერთი მეთოდი, რომლის დახმარებითაც კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა არის შესაძლებელი. ის შედარებით გამოცდილია ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

    ბირჟა არის ადგილი, სადაც კრიპტოვალუტების ყიდვა & გაყიდვის მსურველები იყრიან თავს და ერთმანეთში კრიპტოებსა და ფიატ ვალუტებს ცვლიან.
    ათავსებ მოთხოვნას, ანუ Order რომ გინდა ბიტკოინის ყიდვა და ელოდები, როდის გამოჩნდება ადამიანი, ვინც მზად არის შესაბამის ფასად მოგყიდოს საკუთარი კრიპტოვალუტა.

    რა პლიუსი აქვს კრიპტოს ყიდვას Spot ბირჟაზე?
    მომგებიანია - Spot ბირჟაზე შესაძლებელია საბაზრო ფასზე ნაკლებად იყიდო კრიპტოვალუტა

კრიპტო კაზინო - ახალი ინდუსტრია

კრიპტო კაზინო ძალიან ჰგავს ტრადიციულ ონლაინ კაზინოს, როგორც მუშაობის პრინციპით, ასევე წარმოდგენილი თამაშების მექანიკით, თუმცა ერთი ფუნდამენტური სხვაობაა - კრიპტოვალუტა. მისი წყალობით კი, კრიპტო კაზინოს მომხმარებლები სრული ანონიმურობითა და სხვა დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობენ.

ყველაზე გავრცელებულ კრიპტო კაზინოებს შორის არის FortuneJack და Stake, რომლებზეც მარტივი რეგისტრაციითა და საფულის დაკავშირებით დაიწყებ ოპერირებას.

ხოლო თუ კრიპტოს ყიდვა გინდა, მაშინ კრიპტალი დაგეხმარება რომ სასურველი აქტივი, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა, მარტივად შეიძინო.

Support