Სარჩევიchevron-down
ილონ მასკი, კრიპტოვალუტა და კრიპტოს ფასი
ვინ არის ილონ მასკი და რა კავშირშია კრიპტოვალუტასთან?
რომელია ილონ მასკის TOP 3 საყვარელი კრიპტოვალუტა?
ბიტკოინი (BTC)
პეპე ქოინი (PEPE)
დოჯქოინი (DOGE)
კრიპტოს ყიდვა - ბიტკოინი, პეპე და დოჯქოინი
რა უპირატესობები აქვს კრიპტალზე კრიპტოს ყიდვას?
შეჯამება: ილონ მასკი და მიმქოინი
Georgian wording on the left side of the visual with scene from Simba featuring Elon Musk and DOGE on the right side 1000x300
2024-03-18clock5 minutes

ილონ მასკი, კრიპტოვალუტა და კრიპტოს ფასი

ილონ მასკი ცნობილია მისი კრიპტოვალუტების მიმართ მხარდაჭერით, რომელიც არაერთხელ გამოუხატავს როგორც პირადად, ასევე მისი სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით -კრიპტო ტრანზაქციების, გადახდებისა და ა.შ. დამატება.

ამ ბლოგში კი, მოგიყვებით რომელია მისი ტოპ 3 საყვარელი კრიპტოვალუტა და როგორ მოქმედებს მისი სხვადასხვა აქტივობები კრიპტოს ფასზე.

გარდა ამისა, გაჩვენებთ როგორ შეიძლება ილონ მასკის საყვარელი კრიპტოს ყიდვა კრიპტალზე ყველაზე მარტივად.

ვინ არის ილონ მასკი და რა კავშირშია კრიპტოვალუტასთან?

ილონ მასკი ცნობილი არა კრიპტოვალუტებით, არამედ მისი ინოვაციურობითა და ტექნოლოგიური ბრენდებით გახდა, როგორებიც ტესლა და SpaceX არიან. ალბათ შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, მაშინ რა კავშირშია ილონ მასკი კრიპტოვალუტასთან.

პირველ რიგში, ილონ მასკი კრიპტო სამყაროში ცნობილია ციფრული აქტივებისა და დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების მხარდაჭერით, რასაც ის სხვადასხვა აქტივობებში გამოხატავს, ძირითადად კი, საკუთარ სოციალურ ქსელში გაზიარებული ტვიტებით აჩვენებს.

თუმცა, კრიპტო ბუმს ფეხს მისი კომპანიებიც უწყობენ, სადაც სხვადასხვა საგადახდოდ მიღებულია კრიპტოვალუტები, მაგალითად შენ შეგიძლია ავტომობილი ტესლა დოჯქოინის გამოყენებით შეიძინო.

მოკლედ რომ ვთქვათ, ილონ მასკი საკუთარი ქმედებებით მხარს უჭერს კრიპტოვალუტების მასობრივად გავრცელებას, რითაც სამყაროს მეტად დეცენტრალიზებულად გარდაქმნაში შეაქვს საკუთარი როლი.

გასაკვირი არ იქნება, თუ ასეთ ადამიანს კრიპტოს ფასზე გარკვეული ზეგავლენა აქვს და გარდა ამისა, საყვარელი კრიპტოვალუტაც ექნება.

რომელია ილონ მასკის TOP 3 საყვარელი კრიპტოვალუტა?

აქ გეტყვით, რომელია ილონ მასკის სამი საყვარელი კრიპტოვალუტა, რომელსაც ის გვერდში უდგას ან სულაც საკუთარ კრიპტო საფულეში ჰოდლავს. აქედან ორი კრიპტო კი, მიმქოინია, რომელიც თავდაპირველად სახუმაროდ შეიქმნა, დღეს კი ტოპ კრიპტოვალუტებს შორის ექცევა.

ბიტკოინი (BTC)

ბიტკოინის ფასი გასული კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რა დროსაც ერთეულის ღირებულება გადასცდა $73,000 ნიშნულს და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გარდა ბიტკოინისა, კრიპტოვალუტების ბაზარზე ტრენდს უამრავი აქტივი მიჰყვა - ეთერიუმი, სოლანა, დოჯქოინი და სხვები.

ჯერ კიდევ 2021 წლიდან ილონ მასკი ბიტკოინის დიდი მხარდამჭერია და სწორედ ამ დროიდან მისმა ქმედებებმა საგრძნობლად იმოქმედა ამ აქტივის ფასზეც. მაგალითად, 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ მისი კომპანია ტესლა ციფრული აქტივის დიდ მარაგებს ფლობდა, ამან კი ბიტკოინის ფასი საგრძნობლად გაზარდა.

მოგვიანებით კომპანიამ საკუთარი ბიტკოინები გაყიდა, თუმცა ბიტკოინის საფულეში მაინც იძებნება 10,000 ბიტკოინი, რომელთა ჯამური ღირებულებაც $700 მილიონს სცდება. დამატებით კი, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კიდევ ერთი კომპანია SpaceX ფლობდა ბიტკოინს, ეთერიუმს, დოჯქოინსა და სხვა კრიპტოებს.

ბოლო პერიოდია აქტიური საუბარი მიდის იმაზე, რომ კომპანია ტესლა საგადახდოდ ამატებს ბიტკოინს, რის შემდგომაც მომხმარებლებს ავტომობილის შეძენა სწორედ ამ კრიპტოვალუტითაც შეეძლებათ.

პეპე ქოინი (PEPE)

ტესლას მილიარდერი შემქმნელი ილონ მასკი კიდევ ერთი კრიპტოვალუტის მხარდამჭერია და ამჯერად საუბარი მიმ ქოინ PEPE-ზე გვაქვს.

ტვიტერზე (ახლა X) განთავსებული პოსტებიც ცნობილი ილონ მასკი 2023 წელს, კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში, რა დროსაც მან Pepe the Frog-თან დაკავშირებულ მიმქოინზე პოსტი დაწერა.

მასკმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მიმი რომელიც PEPE ქოინს ეხებოდა და წინა ქმედებების მსგავსად, ამ ტვიტმაც იმოქმედა კრიპტოს ფასზე. ამგვარი ქმედება წარსულშიც გვინახავს, რა დროსაც მასკმა მიმქოინ Milady-ზე დაპოსტა, თუმცა ახლა მისი საყვარელი კრიპტოვალუტა და მიმქოინი ნამდვილად PEPE არის.

ტვიტის საპასუხოდ კრიპტო საზოგადოებამ კომენტარებში PEPE-ს უამრავი ფოტო განათავსა და საერთო ძალისხმევით, კრიპტოს ფასი 60%-ით გაიზარდა.

PEPE Coin

დოჯქოინი (DOGE)

კიდევ ერთი კრიპტოვალუტა და მიმქოინი, რომლის ფასიც ილონ მაკსის ტვიტების წყალობით გაიზარდა დოჯქოინია. ეს ციფრული აქტივი შიბა ინუს ინსპირაციით შეიქმნა და მასკის ტვიტში გარკვეული მინიშნებაც იკითხებოდა, რომ მოსალოდნელი იყო ტესლას საგადახდო სისტემებში დოჯქოინი ინტეგრირებულიყო.

მხოლოდ უკანასკნელ 24 საათში კრიპტოვალუტის ფასი 8%-ით გაიზარდა და აქტივმა ღირებულების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია - $0.18. დოჯქოინის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $26.5 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად კრიპტოვალუტის ვოლატილური ხასიათისა, დოჯქოინი ტოპ 10 ყველაზე ცნობილ კრიპტოვალუტაში შედის.

მასკის დოჯქოინისადმი მხარდაჭერაზე მისი ტვიტები და კრიპტოს გამოყენება მეტყველებს. გარდა იმისა, რომ მასკი ხშირად პოსტავს ამ კრიპტოზე, მან დოჯზე ერთ-ერთ გადაცემაში, Saturday Night Live-ში სტუმრობის დროსაც ისაუბრა, ხოლო პლატფორმა ტვიტერის შეძენის შემდგომ, ცნობილი ჩიტის ლოგო დროებით დოჯქოინის ლოგოთი ჩაანაცვლა.

მასკისა და დოჯქოინის ურთიერთობა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. თავდაპირველად DOGE-ს შემქმნელმა განაცხადა, რომ ქოინის შექმნის მიზანი კრიპტოვალუტების ბაზრის მყიფე ხასიათის ჩვენება იყო, მასკმა კი გადაწყვიტა, DOGE-ს საპირისპირო მისია მიეცა და საბოლოოდ, კრიპტოვალუტა საკმაოდ პოპულარული გახდა - იმ მიზნის საწინააღმდეგოდ, რა მიზნითაც შეიქმნა.

ილონ მასკს შიბა ინუს ჯიშის ძაღლიც კი ჰყავს, რომელსაც ფლოკი ჰქვია. დოჯქოინის ლოგოც ზუსტად ამავე ჯიშის ძაღლზეა დაფუძნებული.

კრიპტოს ყიდვა - ბიტკოინი, პეპე და დოჯქოინი

ბიტკოინის ფასი დიდი ხანია რაც კრიპტოვალუტების მფლობელებს ახარებს და ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს, თუმცა გამონაკლისი არც სხვა ციფრული აქტივები და განსაკუთრებით მიმქოინები არიან.

თუკი კრიპტოს ყიდვა მოგინდა და არ იცი სად ან როგორ იყიდო, მაშინ არ ინერვიულო, კრიპტალი დაგეხმარება.

კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად არის შესაძლებელი და რაც მთავარია ბაზარზე ყველაზე დაბალი საკომისიოებით.

  • კონვერტაცია - არის ფუნქცია, რომლითაც ბიტკოინის ყიდვა ან სხვა ნებისმიერი კრიპტო აქტივის შეძენა მომენტალურად, სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი.

    უბრალოდ უთითებ რომელი კრიპტოს ყიდვა გინდა, რა რაოდენობით და აკლიკავ ყიდვა, სულ ეს არის.

რა უპირატესობები აქვს კრიპტალზე კრიპტოს ყიდვას?

  • მარტივია - კრიპტალზე ნებისმიერი კრიპტოვალუტის ყიდვა, იქნება ეს ბიტკოინი, დოჯქოინი, პეპე თუ სხვა მიმქოინი, მარტივად არის შესაძლებელი. კონვერტაციის გამოყენებისას საერთოდ არ გჭირდება ბევრი პროცედურის გავლა, უბრალოდ რამოდენიმე კლიკში სასურველი კრიპტო შენს საფულეშია.

  • დამწყებთათვის არის - არ აქვს მნიშვნელობა რა გამოცდილება გაქვს კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში. თუ დამწყები ხარ, მაშინ კრიპტალი და კონვერტაცია საშენო გზაა კრიპტოს საყიდლად.

  • სწრაფია - კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება სისწრაფეა, კონვერტაციის წყალობით კი ბიტკოინი, დოჯქოინი და ეთერიუმი საფულეში მომენტალურად დაგიჯდება.

შეჯამება: ილონ მასკი და მიმქოინი

დიდი ხანია რაც ილონ მასკი კრიპტოვალუტების სამყაროთია დაინტერესებული და ეს მის ტივტებსა თუ სხვადასხვა ქმედებებში ჩანს.

მაგალითად, მისი კომპანიები ტესლა და SpaceX დიდი რაოდენობის ბიტკოინსა და სხვა მიმქოინებს ფლობენ, თავად ილონ მასკი კი პერსონალურად აზიარებს ტვიტებს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ილონ მასკის სამი საყვარელი კრიპტოვალუტა გამოიკვეთა, საიდანაც ორი მიმქოინია - დოჯქოინი და პეპე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრიპტოს ფასზე მის ქმედებებს დიდი როლი და ზეგავლენა აქვს, ხოლო თუ ამ სამი ციფრული აქტივიდან, რომელიმეს ყიდვა მოგინდა, კრიპტალი დაგეხმარება.

Support