Სარჩევიchevron-down
შესავალი: თუ დამწყები ხარ - კრიპტოს ყიდვა ნულიდან
ნაბიჯი I - რეგისტრაცია
ნაბიჯი II - ვერიფიკაცია
ნაბიჯი III - ბარათების დამატება
ნაბიჯი IV - ბალანსის შევსება
ნაბიჯი V - კრიპტო საფულე
ნაბიჯი VI - კრიპტოს ყიდვა
კონვერტაცია
Spot ბირჟა
ნაბიჯი VII - კრიპტოს განაღდება
თანხის განაღდება ბარათის გამოყენებით:
თანხის განაღდება საბანკო გადარიცხვის გამოყენებით:
Georgian text on the left side of the visual with Mobile Bank, Bank Card and Bitcoin logo on the righ side 1000x300
2024-03-29clock6 minutes

შესავალი: თუ დამწყები ხარ - კრიპტოს ყიდვა ნულიდან

კრიპტოვალუტა ყოველდღიურად სულ უფრო პოპულარული ხდება და უამრავ ადამიანს უჩნდება მათი ყიდვის სურვილი. თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, არ იცი საიდან დაიწყო და არასდროს გიყიდია კრიპტო, ნუ შეგეშინდება. ეს ბლოგი ყველა იმ ადამიანისთვის მარტივი გზამკვლევია, ვისაც კრიპტოს ყიდვა ნულიდან, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე უნდა.

ბლოგში დეტალურად და მარტივად გაიგებ, რა ნაბიჯები უნდა გაიარო რეგისტრაციიდან დაწყებული, კრიპტოვალუტის ყიდვითა და განაღდებით დამთავრებული.

თუ არაფერი გაგეგება და გინდა ყველაფერი ისწავლო, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი.

ნაბიჯი I - რეგისტრაცია

იმისათვის, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სერვისები მიიღო - კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, გადაცვლა და განაღდება - საჭიროა რომ Cryptal-ზე რეგისტრაცია გაიარო.

რეგისტრაცია მარტივი პროცესისგან შედგება. კრიპტალზე ანგარიშის ორი ტიპი არსებობს: პერსონალური და ბიზნეს ანგარიში. თუ ანგარიში პირადი სარგებლობისთვის გინდა, მაშინ პერსონალური შენზე მორგებულია.

შენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გამოიგზავნება ერთჯერადი დადასტურების კოდი, რომლის პლატფორმაზე შეყვანის შემდგომ, შეხვალ შენს ანგარიშში.

ნაბიჯი II - ვერიფიკაცია

იმისათვის, რომ თქვენი აქტივები - კრიპტოვალუტა თუ fiat ვალუტა - უსაფრთხოდ იყოს თქვენს ანგარიშზე, საჭიროა ვერიფიკაცია. ეს არის თქვენი იდენტობის დადასტურების პროცესი, რა დროსაც პლატფორმაზე ტვირთავთ იდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტებს - ID ბარათი (პირადობის მოწმობა) ან პასპორტი.

რეგისტრაციის გავლის შემდგომ, შენ ავტომატურად მოხვდები ვერიფიკაციის გვერდზე. ღილაკზე დაკლიკვით, გადადიხარ გვერდზე, სადაც უნდა აირჩიო შენი რეზიდენტობის, ანუ საცხოვრებელი ქვეყნის ადგილმდებარეობა. შემდგომ კი, მიჰყევი:

  • აირჩიე ქვეყანა რომლის მოქალაქეც ხარ
  • აირჩიე დოკუმენტი რომლითაც ვერიფიკაციას გაივლი - პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • გადაუღე ფოტო დოკუმენტის წინა და უკანა მხარეს
  • გადაიღე სელფი
  • შეავსე კითხვარი
  • დაელოდე ვერიფიკაციას

ვერიფიკაციას დაახლოებით 3-დან 5 წუთამდე სჭირდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, შენ უკვე შეგიძლია კრიპტალის სერვისებით სარგებლობა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, პლატფორმა გეტყვის კონკრეტულ მიზეზს, რომლის გამოსწორებაც და პროცესის თავიდან გავლა შეგიძლია.

ნაბიჯი III - ბარათების დამატება

იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა შეძლო ტრადიციული, ეროვნული ვალუტა, ანუ ფული გჭირდება. იმისათვის, რომ კრიპტალზე ფულის შეტანა შეძლო, საჭიროა ანგარიშში ბარათები დაამატო.

კრიპტალზე მხარდაჭერილია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ვიზა-მასტერქარდ ბარათები.

იმისათვის, რომ ბარათის ანგარიშში დამატება შეძლო, სანავიგაციო ჰედერში მოძებნე საფულე. ამ ველში ჩანს შენს საკუთრებაში არსებული ყველა კრიპტო და ფიატ აქტივი:

  • დაკლიკე საფულე
  • მენიუში დადექი TOGEL-ის ველზე
  • აირჩიე შევსება
  • აირჩიე ბარათები
  • დაკლიკე ახალი ბარათი
  • აირჩე სასურველი ბანკი და დაეთანხმე პირობებს
  • გადამისამართდები ბანკის ვებ-გვერდზე
  • შეიყვანე ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVV
  • დაკლიკე PAY NOW

შენი ბარათი ვერიფიკაციას გაივლის, რაც ნიშნავს იმას, რომ რამოდენიმე წუთში დადასტურდება მისი ავთენტურობა. ამის შემდგომ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მომენტალურად შეგიძლია შენს კრიპტალის ანგარიშზე ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევრო შეიტანო.

ნაბიჯი IV - ბალანსის შევსება

როგორც უკვე გავიგებთ, იმისათვის რომ კრიპტოს ყიდვა დაუბრკოლებლად შეძლო, ფიატ ვალუტა გჭირდება. გარდა საბანკო ბარათებისა, კრიპტალზე ანგარიშის შევსება საბანკო გადარიცხვითაც არის შესაძლებელი.

ორივე მეთოდს თავისი უპირატესობა აქვს. ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით შეგიძლია 24 საათში მაქსიმუმ 5,000 ლარი შემოიტანო. საბანკო გადარიცხვის გამოყენებით კი, ლიმიტები არ არსებობს.

ბალანსის შევსება საბანკო ბარათების გამოყენებით:

  • დაკლიკე საფულე
  • აირჩიე სასურველი ვალუტა - TOGEL (ლარი), TOUSD (დოლარი) და TOEUR (ევრო)
  • დაკლიკე შევსება
  • აირჩიე ბარათი
  • აირჩიე ბანკი
  • აირჩიე ბარათი
  • მიუთითე თანხის რაოდენობა
  • დაკლიკე შევსება

ბალანსის შევსება საბანკო გადარიცხვის გამოყენებით:

  • დაკლიკე საფულე
  • აირჩიე სასურველი ვალუტა - TOGEL (ლარი), TOUSD (დოლარი) და TOEUR (ევრო)
  • დაკლიკე შევსება
  • აირჩიე ლოკალური საბანკო გადარიცხვა
  • აირჩე ბანკი - საქართველოს ბანკი & თიბისი ბანკი
  • გახსენი ონლაინ ან მობაილ ბანკი
  • დააკოპირე კრიპტალზე მოცემული IBAN (ანგარიშის ნომერი) და ჩაწერე მობაილ ბანკში სხვასთან გადასარიცხ მისამართში
  • გადარიცხვისას მიუთითე დანიშნულება რომელიც კრიპტალზეა მოცემული
  • გადარიცხე სასურველი თანხა

*გაითვალისწინე, პლატფორმაზე სხვადასხვა საკომისიო მოქმედებს, გადასახადი მათ შორის თანხის ანგარიშზე შეტანაზეც ვრცელდება:

ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით შეტანის საკომისიო 3%-ია.

საბანკო გადარიცხვის გამოყენებით შეტანა სრულიად უფასოა.

ნაბიჯი V - კრიპტო საფულე

კრიპტო საფულე არის შენი კრიპტოვალუტების შესანახი ადგილი, იქნება ის ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა ნებისმიერი ციფრული აქტივი. საფულეში აქტივების განთავსება და ნებისმიერი დროით შენახვა სრულიად უფასოა.

ყველა კრიპტოვალუტას საკუთარი საფულე აქვს. მაგალითად, ბიტკოინის შესანახად მხოლოდ ბიტკოინის საფულე გჭირდება, ლაითქოინის შესანახად კი - ლაითქოინის საფულე.

ზუსტად ისე, როგორც ტრადიციული ვალუტების შემთხვევაში. იმისათვის, რომ ლარი შეინახო, ლარის ანგარიში გჭირდება, ა.შ.შ. დოლარის შესანახად კი - ა.შ.შ. დოლარის ანგარიში.

  • დაკლიკე საფულე
  • აირჩიე კრიპტოვალუტა რომლის საფულეც გინდა დააგენერირო
  • დაკლიკე გენერირება

სულ ეს არის, შენ პირველი კრიპტო საფულე შექმენი!

ნაბიჯი VI - კრიპტოს ყიდვა

ახლა, როცა ბალანსი უკვე შევსებული გაქვს, კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა შეგიძლია და ამისათვის ორი მარტივი გზა არსებობს: კონვერტაცია და Spot ბირჟა.

კონვერტაცია

ეს არის ფუნქცია, რომლის გამოყენებითაც კრიპტოს ყიდვა ყველაზე სწრაფად და ამავე დროს მარტივად შეიძლება. კონვერტაცია განკუთვნილია იმ მომხმარებლებისათვის, ვისაც ციფრული აქტივის შეძენა და ინდუსტრიაში შემობიჯება უნდათ, თუმცა გამოცდილება საერთოდ არ აქვთ.

თუკი კრიპტოს პირველად ყიდულობ, კონვერტაცია სწორედაც საშენოა.

  • გადადი Cryptal-ზე
  • აირჩიე კრიპტოს შეძენა
  • მიუთითე სასურველი კრიპტოვალუტა და TOGEL (ლარი)
  • აირჩიე კრიპტოვალუტის რაოდენობა
  • დაკლიკე ყიდვა

რა უპირატესობები აქვს კონვერტაციას?

  • მარტივია - კრიპტოს ყიდვა სულ რამოდენიმე კლიკში შეგიძლია, ყოველგვარი გამოცდილების ქონის გარეშე
  • სწრაფია - კრიპტოვალუტა რამოდენიმე წამში შენს საფულეში აღმოჩნდება

Spot ბირჟა

ბირჟა არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველები ერთ სივრცეში ექცევიან. ბირჟაზე ათავსებ მოთხოვნას, რომ გსურს კრიპტოვალუტის ყიდვა, უთითებ რა რაოდენობის ციფრული აქტივების მიღება გსურს და რამდენის გადახდისათვის ხარ მზად სანაცვლოდ.

თუკი გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც კრიპტოს გაყიდვა უნდა და მზად არის შესაბამისი რაოდენობის აქტივები შენს მიერ მითითებული თანხის სანაცვლოდ დაგითმოს, გარიგებაც შედგება.

თუმცა, Spot ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი და თუ მეტი ინფორმაცია დაგაინტერესებს, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო.

ნაბიჯი VII - კრიპტოს განაღდება

თუკი კრიპტოვალუტა შენთვის სასურველ ფასს მიაღწევს და მისი გაყიდვა, ხოლო ფულის განაღდება მოგინდება, ამისათვის ზუსტად იგივე მეთოდები შეგიძლია გამოიყენო, როგორც თანხის კრიპტალის ანგარიშზე შეტანისას - საბანკო ბარათები და საბანკო გადარიცხვა.

პირველ რიგში საჭიროა, რომ შენს კრიპტო საფულეში არსებული ციფრული ვალუტები გაყიდო, ანუ ლარში (TOGEL) გადაცვალო. როგორც კრიპტოს ყიდვის შემთხვევაში, შედიხარ კონვერტაციის ან Spot ბირჟის გვერდზე, ყიდი შენს აქტივებს, შემდგომ კი ანგარიშზე კრიპტოს ნაცვლად შესაბამისი fiatვალუტა აგესახება.

განაღდების პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შედიხარ საფულეში
  • აკლიკავ იმ ვალუტას, რომელშიც კრიპტო გადაცვალე
  • აირჩიე განაღდება
  • აირჩიე მეთოდი - ბარათი ან საბანკო გადარიცხვა

თანხის განაღდება ბარათის გამოყენებით:

  • აირჩიე სასურველი ბანკი - თიბისი ან საქართველო
  • აირჩიე ბარათი
  • მიუთითე თანხის რაოდენობა
  • დაკლიკე გატანა

*გაითვალისწინე, თანხის ბარათზე გატანა შესაძლებელია მხოლოდ ლარში (TOGEL) სხვა დანარჩენი ფიატ ვალუტებისთვის (TOUSD და TOEUR) საბანკო გადარიცხვა უნდა გამოიყენო

*საბანკო ბარათებით თანხის განაღდების შემთხვევაში მოქმედებს საკომისიო - 1.2 ლარი

თანხის განაღდება საბანკო გადარიცხვის გამოყენებით:

  • აირჩიე ლოკალური საბანკო გადარიცხვა
  • შეიყვანე პირადი მონაცემები - სახელი და გვარი
  • აირჩიე საბანკო რეკვიზიტი ან თუ არ გაქვს შექმენი ახალი შაბლონი
  • შეიყვანე - ანგარიშის ნომერი და თანხის რაოდენობა
  • დაკლიკე გატანა

შენს მიერ განაღდებული თანხა რამოდენიმე წამში დაგიჯდება შენს საბანკო ანგარიშზე. თუმცა, გაითვალისწინე, რომ არა სამუშაო დროებსა და დღეებში შესრულებული საბანკო გადარიცხვა 1 სამუშაო დღეში აისახება, სხვა ნებისმიერ დროს გაკეთებული ტრანზაქცია კი - მომენტალურად.

Support