Სარჩევიchevron-down
რა არის კრიპტოვალუტა რიპლი?
Ripple ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა
კონვერტაცია
Spot ბირჟა
ბალანსის შევსება
შეჯამება: რიპლის ყიდვა უკვე იცი!
Georgian text on the left side of the visual with Buy Button on the right side 1000x300
2024-03-27clock5 minutes

რა არის კრიპტოვალუტა რიპლი?

რიპლი არის ფულადი სახსრების გადარიცხვის საშუალება ფინანსური სერვისებისა და ინდივიდუალური პირებისათვის. ხოლო XRP არის რიპლის ქსელის მშობლიური კრიპტოვალუტა.

ციფრული აქტივი საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობით მუდმივად ხვდება CoinMarketCap-ის ტოპ 10 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის.

მისი მთავარი უპირატესობა სწრაფი და დაუბრკოლებელი კრიპტო გადარიცხვებია, როგორც მისსავე ქსელზე, ასევე სხვა კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებზე.

სწორედ ეს იყო რიპლის შექმნის მთავარი მიზანიც - ადამიანებს სწრაფად და მარტივად შეეძლოთ ტრანზაქციები, XRP კი,ჭეშმარიტად პირველი გლობალური გადახდების კრიპტოვალუტა გამხდარიყო.

რა უპირატესობები აქვს რიპლს (XRP)?

  • სწრაფია - Ripple ტრანზაქციები საშუალოდ 3-5 წამში დასტურდება
  • უსაფრთხოა - ბლოკჩეინ ტექნოლოგია შენი გადარიცხვების მაქსიმალურ დაცულობას უზრუნველყოფს
  • ეკოლოგიურია - მისი უნიკალური ქსელი არ მოითხოვს მაინინგსა და დიდი ენერგიის მოხმარებას

თუ დეტალურად გაინტერესებს ეს კრიპტოვალუტა, მისი პროექტი და ბლოკჩეინი, რომელზეც ის მუშაობს, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო, სადაც მარტივად არის რიპლი ახსნილი.

Ripple ყიდვა: კონვერტაცია & Spot ბირჟა

თუ კრიპტოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ გეტყვი სად და როგორ შეიძლება XRP შეძენა ყველაზე მარტივად, ყველაზე ნაკლები საკომისიოების გადახდით.

ამაში ისეთი კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან, როგორებიც Cryptal, Mycoins და Coinmania არიან, თუმცა სიმარტივიდან და დაბალი გადასახადებიდან გამომდინარე, კრიპტალი ყველაზე კარგი ვარიანტია.

კრიპტო ბირჟაზე რიპლის ყიდვა ორი მარტივი გზით შეგიძლია:

  • კონვერტაცია - კრიპტოს ყიდვა მომენტალურად
  • Spot ბირჟა - რიპლის ყიდვა საუკეთესო ფასად

ორივე მეთოდის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ ბლოგში კი დეტალურად გაჩვენებთ ეს როგორ გააკეთო და რა პლიუსი აქვს თითოეულ მეთოდს.

გაითვალისწინე, რიპლის ყიდვამდე კრიპტო საფულე დაგჭირდება, რომელიც შენი ციფრული აქტივების შემნახველია. ყველა კრიპტოვალუტას საკუთარი საფულე აქვს, თუ ბიტკოინი გინდა შეინახო, მაშინ ბიტკოინის საფულე დაგჭირდება, ხოლო რიპლის შემთხვევაში, სპეციალურად რიპლის კრიპტო საფულე უნდა გქონდეს. სწორედ ისე, როგორც ლარის, ა.შ.შ. დოლარისა და სხვა fiat ვალუტების შემთხვევაში გჭირდება შესაბამისი ანგარიში - ლარის ანგარიში და ა.შ.შ. დოლარის ანგარიში.

კრიპტალზე რეგისტრაციით კი, ზედმეტი პროცედურების გარეშე, ავტომატურად გიგენერირდება რიპლის კრიპტო საფულე.

კონვერტაცია

ეს არის ფუნქცია, რომელიც კრიპტოს ყიდვას ხდის ყველაზე სწრაფსა და მარტივს. კონვერტაცია განკუთვნილია იმ მომხმარებლებისათვის, ვისაც რიპლის ყიდვა სურთ, მაგრამ კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში გამოცდილება არ აქვთ.

  • შედიხარ Cryptal-ზე
  • აირჩიე კრიპტოს შეძენა
  • მიუთითე Ripple და TOGEL
  • აირჩიე კრიპტოვალუტის რაოდენობა
  • დააკლიკე ყიდვა

რა უპირატესობები აქვს კონვერტაციას?

  • სიმარტივე - რიპლის ყიდვა (XRP) სულ რამოდენიმე კლიკში შეგიძლია
  • სისწრაფე - კრიპტოვალუტა რამოდენიმე წამში შენს საფულეში გაჩნდება

Spot ბირჟა

ბირჟა არის ადგილი, სადაც კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველები ერთ სივრცეში ხვდებიან.

აქ შენ ბირჟაზე ათავსებ შენს მოთხოვნას, რომელსაც Order ჰქვია, რომ გსურს კონკრეტული რაოდენობის რიპლის ყიდვა კონკრეტულ ფასად. მეორე მხრიდან კი, გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც რიპლის გაყიდვა სურს, შენთვის სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტაც მოეპოვება საფულეში და შენს მიერ შეთავაზებულ ფასზეც თანახმაა. იგი შენს მოთხოვნას დათანხმდება და ტრანზაქციაც ანუ თრეიდიც შედგება.

მაგალითად: თრეიდერ 1 უნდა 100 რიპლის ყიდვა და მზად არის სანაცვლოდ 180 ლარი გადაიხადოს. ბირჟაზე შემოდის თრეიდერ 2, რომელსაც რიპლის გაყიდვა უნდა და ხედავს თრეიდერ 1-ის განთავსებულ ორდერს.

თუკი მისთვის გასაყიდი ფასი მისაღები იქნება, თრეიდერ 1-ის მოთხოვნას დათანხმდება, მისი საფულიდან 100 რიპლი გადაინაცვლებს თრეიდერ 1-ის კრიპტო საფულეში, სანაცვლოდ კი 180 ლარი დაერიცხება.

სულ ეს არის, თრეიდი ანუ ვაჭრობა შედგა.

ბირჟაზე მოთხოვნის განთავსება, ანუ Order-ის დადება ორი მარტივი გზით შეგიძლია:

ა. Market Order - რომლის გამოყენებითაც პლატფორმა ავტომატურად გაწვდის იმ მომენტში ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასს შენს სასურველ კრიპტოვალუტაზე.
თუ რიპლს ყიდულობ, ბირჟაზე არსებულ საუკეთესო ფასად ყიდულობ.

ბ. Limit Order - რომლის გამოყენებითაც ხელით თვითონ უთითებ რიპლის ფასის იმ მაქსიმალურ და მინიმალურ ლიმიტებს, რომლის გადახდისთვისაც მზად ხარ და ბირჟა გაკავშირებს მითითებული ლიმიტების შუალედში არსებულ საუკეთესო ფასთან.

რა უპირატესობები აქვს ბირჟას?

  • მომგებიანია - ბირჟა ყოველთვის საუკეთესო ფასის გარანტია

ბალანსის შევსება

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა ჭეშმარიტად ციფრული ფენომენია, რიპლისა და სხვა ნებისმიერი აქტივის შესაძენად, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა, fiat ვალუტა დაგჭირდება.

კრიპტალზე შეგიძლია ლარის, ა.შ.შ. დოლარისა და ევროს შეტანა, რომელიც პლატფორმაზე ავტომატურად TOGEL, TOUSD და TOEURO-ში კონვერტირდება.

ბალანსის შევსება კი, საქართველოსა & თიბისი ბანკის საბანკო ბარათებით და საბანკო გადარიცხვის გამოყენებით შეგიძლია.

შეჯამება: რიპლის ყიდვა უკვე იცი!

კრიპტოვალუტა რიპლი ჭეშმარიტად გლობალური გადარიცხვებისათვის გამოიყენება, რადგან XRP სწრაფია და ტრანზაქციები რამოდენიმე წამში ისახება.

თუ კრიპტოს ყიდვა გინდა, ისეთი კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან, როგორიც Binance, Mycoins, Coinmania და Cryptal არიან. თუმცა, სიმარტივიდან და დაბალი საკომისიოებიდან გამომდინარე, კრიპტალი შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.

პლატფორმაზე Ripple ყიდვა ორი გზით შეგიძლია - კონვერტაცია და Spot ბირჟა. კრიპტოს საყიდლად ბალანსის შევსება კი, Visa/Mastercard ბარათებისა და საბანკო გადარიცხვით შეგიძლია.

Support