2022-06-2410 minutes

Web2-დან Web3-ზე გადასვლა - რევოლუციური მიგრაცია.

სამყარო ინტერნეტის შექმნიდან ძალიან განვითარდა. დღეს მსოფლიოში ციფრული რევოლუციაა, რომელიც Web 3.0-ზე გადასვლით გამოიხატება. საინტერესოა, სად ვართ დღეს და როგორ ციფრულ სამყაროში შეიძლება აღმოვჩნდეთ ხვალ?!

რა არის Web 2.0?


Web 2.0 ინტერნეტის ყველაზე პოპულარული ვერსიაა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი, ვიდრე მის წინამორბედს - Web 1.0-ს ჰქონდა. თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს შორის ინფორმაციის გაზიარებისა და ურთიერთკავშირების მაღალი დონეა. Web 2.0 მიდგომა ინტერაქციის საშუალებას იძლევა, რაც მიმზიდველია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისთვის.

Web 2.0-ის აღორძინების მთავარი განმაპირობებლები არის სოციალური მედია, ბლოგები, ვიდეოები და სხვა. ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია პოდკასტის შექმნა, ბლოგერობა, სოციალურ მედიაში აქტიურობა. ამ ეპოქის მთავარი ციფრული მონაპოვარია: Wikipedia, Youtube, Facebook, Wordpress და კიდევ უამრავი სხვა აპლიკაცია.

Web 2.0-მა შექმნა ადამიანებისთვის თავიანთი პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება, სხვადასხვა პლატფორმებისა და ხელსაწყოების გამოყენებით. ამ ყოველივემ ჩამოაყალიბა ციფრული გარემო, სადაც ყველა სიამოვნებით ხდება ციფრული სამყაროს ნაწილი.

რა არის Web 3.0?


Web 3.0 არის ახალი თაობის ინტერნეტი, რომელიც აგებულია დეცენტრალიზებული ბლოკჩეინების გამოყენებით. Web 3.0-ს იყენებენ ისეთი კრიპტოვალუტები, როგორებიცაა Bitcoin და Ether.

Web 3.0-ს აქვს მრავალი ფორმა, მათ შორის დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები, ვიდეო თამაშები, რომლებიც აჯილდოვებენ მოთამაშეებს კრიპტო ტოკენებით და NFT პლატფორმები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს იყიდონ და გაყიდონ ციფრული კულტურის ფრაგმენტები. Web 3.0 არღვევს ტრადიციული ინტერნეტის გაგებას და ქმნის ახალ, შუამალი ორგანოებისგან თავისუფალ ციფრულ ეკონომიკას.

თანამედროვე ინტერნეტ აპლიკაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია Axie Infinity - ვიდეო თამაში, რომელიც შემუშავებულია ვიეტნამური თამაშების სტუდიის, Sky Mavis-ის მიერ. ის იყენებს NFT-ებსა და Ethereum-ზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტებს, რათა დააჯილდოვოს მოთამაშეები რეალური ფულით, თამაშში მიზნების მისაღწევად.

Web 3.0-ის უპირატესობები


Web 3.0-ის მთავარი უპირატესობა მონაცემების კონტროლი და უსაფრთხოებაა. შიფრირებული ინფორმაცია ჰაკერებისთვის რთულად მისაწვდომია. ამ მიდგომით, კონკრეტული მონაცემის გაზიარება მხოლოდ საჭიროების მიხედვითაა ნებადართული, ეს კი არასასურველ და სარისკო შედეგებს თავისთავად გამორიცხავს.

Ethereum-ის ბლოკჩეინი მომხმარებლებს სთავაზობს სრულად დაშიფრული მონაცემების მიღების შესაძლებლობას ისე, რომ არ დაირღვეს რაიმე წესი. ამრიგად, არ იქნება შუამავლის საჭიროება, რაც, თავისმხრივ, უამრავი ფინასური თუ ადამიანური რესურსის დაზოგვის გარანტია.

ტრანზაქციების სისწრაფე და სიმარტივე Web 3.0-ის კიდევ ერთი უპირატესობაა. ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში შეუძლიათ სწრაფი გადარიცხვების განხორციელება, ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე. Web 3.0-ს შეუძლია პრეფერენციების ამოცნობა, რაც ბრაუზერის ინფორმაციის პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ Web 3.0 იყენებს დეცენტრალიზებულ ქსელებს იმის დასადასტურებლად, რომ მომხმარებლები ყოველთვის აკონტროლებდნენ საკუთარ ონლაინ მონაცემებს.

Web 3.0-ის მახასიათებლები


გარდა სტანდარტული უპირატესობებისა, Web 3.0-ს აქვს სპეციფიკური მახასიათებლები, რაც მის ბუნებას მეტად მიმზიდველს ხდის.

ხელოვნური ინტელექტი


Web 3.0-ში ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) საშუალებით კომპიუტერებს შეუძლიათ გაიგონ დეტალები ისე, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ უფრო რელევანტური და სწრაფი შედეგები. ისინი ამ მიდგომით უფრო ჭკვიანები ხდებიან, შესაბამისად, მომხმარებლების მოთხოვნებს უფრო ზუსტად აკმაყოფილებენ.

სემანტიკური ვები


Web3 მოიცავს სემანტიკურ ვებს, რომელიც აძლიერებს ვებ ტექნოლოგიებს, რათა გამოიმუშაოს, გააზიაროს და დააკავშიროს კონკრეტული შინაარსი ანალიზისა და ძიების გზით. ეს მოიცავს ნებისმიერი რაოდენობისა და სირთულის სიტყვების მნიშვნელობებს.

3D გრაფიკა


Web 3.0-ში ვებსაიტები და სერვისები იყენებენ 3 განზომილებიან დიზაინს, მაგალითად – ელექტრონული კომერცია, კომპიუტერული თამაშები, მუზეუმი და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 3D ციფრული სამყარო მეტავერსია, სადაც ჩნდება მომავლის პროფესიები და იწყება ვაჭრობა ციფრული ფულით. ზოგიერთისთვის მეტავერსი მომავლის სამყაროა.

Web 2.0-ის მიგრაცია Web 3.0-ში

კრიპტოვალუტა არასტაბილური ბუნებისაა, რაც ციფრულ სამყაროში გარკვეული სახის ძვრებს იწვევს, მათ შორისაა ტოკენებით გამყარებული ჰიპერფინანსილიზაციის რისკი. ეს ყველაფერი კი Web 3.0 აპლიკაციების რეალურ დროში გამოყენების აუცილებლობას ქმნის, რაზეც Web 2.0-ის მეწარმეების მნიშვნელვანი ნაწილიც თანხმდება.

მიუხედავად იმისა, რომ Web 3.0-ის მიმართ უამრავი სკეპტიკური დამოკიდებულებაა, Web 2.0 მეწარმეების ნაწილისთვის, დეცენტრალიზებული ინტერნეტი ბიზნეს განვითრების კუთხით, შთაგონების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

Web 2.0-დან Web 3.0-ზე მიგრაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას კრიპტო გუნდებისთვის. Web 2.0 მეწარმეებსა და ინვესტორებს სჭირდებათ პარტნიორები, რათა დაეუფლონ ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურას, კომპლექსურ ტოკენომიკას და დინამიკურ საზოგადოებებს, რომლებიც მოქმედებენ DAO-ს ( დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია) ქვეშ.

მას შემდეგ რაც ჩინეთის მთავრობამ შეზღუდა ციფრულ ფულთან და ზოგადად Web 3.0-თან ურთიერთობა, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაიწყეს მაღალი ტემპით მიგრირება კრიპტო ფინანსების ზრდისთვის. Web 3.0-ში მიგრაციის ტემპი ყოველდღიურად იზრდება, ეს ყველაფერი სამთვრობო სტრუქტურებს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აგდებს, თუმცა, კომპანიების მთავარი მოტივატორი ფინანსური განვითარება და კეთილდღეობაა, რასაც ისინი Web 3.0-ში ხედავენ.

Web 3.0-ის პოტენციალი


დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) მილიონობით ადამიანს სთავაზობს აქტივების გაცვლის, პასიური შემოსავლის მიღების, სესხის აღებისა და კიდევ უამრავი სხვა სერვისით სარგებლობის საშუალებას, შუამავლის გარეშე. ეს კრიპტოფილოსოფია ბევრისთვის მოსაწონია, თუმცა, არსებობს კიდევ უამრავი რამ, რაც Web 3.0-ს მეტად მიმზიდველს ხდის.

GameFi არის სამყარო, რომელიც ღრმად არის დაკავშირებული მომავალი მეტავერსიის ხედვებთან. თამაშშიდა ეკონომიკა იკვებება კრიპტოვალუტის აქტივებით და შეუცვლელი ტოკენებით (NFT). თამაშის შემდეგ მოთამაშეები ჯილდოვდებიან ჩართულობისთვის და დახარჯული დროისთვის რეალური ღირებულების აქტივების გამომუშავებით, რომელსაც ისინი ნამდვილად ფლობენ.

არასანდო ტრანზაქციების შეთავაზებისა და ცენტრალური ერთეულების შუამავლობის მიღმა, დეცენტრალიზებული ტექნოლოგია უზრუნველყოფს სრულიად ახალ ბიზნეს მოდელს, ინტერნეტის გაბატონებული არქეტიპის ჩასანაცვლებლად. ეს სათავეს იღებს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციებიდან (DAOs), რომლებიც ანაწილებს კონტროლს მომხმარებელთა კოლექტივზე, რაც მათ პლატფორმაზე მანიპულაციის საშუალებას აძლევს.

ახალი ინტერნეტის შესაძლებლობები უსაზღვროა და ყოველდღიურად უამრავი სტარტაპი თუ კომპანია ხედავს პერსპექტივებს Web 3.0-ში. ეს არის შესაძლებლობა, რომ გაჩნდეს ახალი, მომავლის პროფესიები და სამყარო ციფრული ფულის ბრუნვით გახდეს რევოლუციური.