2022-06-19

კრიპტო სლენგის განმარტება დამწყებებისათვის

სანამ კრიპტო სამყაროში შემოსვლასა და ინვესტირებას დაიწყებდე, აუცილებლად უნდა გაეცნო კრიპტო ტერმინების მნიშვნელოვან ნუსხას, რომელთა ცოდნაც გაგიმარტივებს კრიპტოვალუტებთან ურთიერთობას.

Address

ეს არის ალფანუმერული სიმბოლოებით დატვირთული კრიპტო მისამართი, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინის ქსელში კრიპტოვალუტის გაგზავნისა და მიღებისთვის. მისამართი შეიძლება QR კოდის სახითაც იყოს წარმოდგენილი. კონკრეტული გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, თუმცა, თანხებთან წვდომა მხოლოდ მისამართის მფლობელს აქვს.

Airdrop

ეარდროპი არის კრიპტოვალუტის გაჩუქების მეთოდი. პერიოდულად სხვადასხვა კრიპტო ბირჟები და კრიპტოვალუტები აკეთებენ მომხმარებლების წამახალისებელ აქტივობებს, რა დროსაც, სხვადასხვა ფორმით უფასოდ არიგებენ კრიპტოვალუტებს.

Altcoin

ალტკოინს უწოდებენ ნებისმიერ კრიპტოვალუტას გარდა ბიტკოინისა.

ATH

ეს ტერმინი გამოიყენება კონკრეტული კრიპტოვალუტის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის აღსაწერად.

Bagholder

ბაჰოლდერი ეწოდება ტრეიდერს, რომელმაც კრიპტოვალუტის გაყიდვის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

Bear

ბეარს უწოდებენკრიპტოვალუტის მდგომარეობას, როდესაც მისი ფასი შემცირებულია. ბეარები, იგივე დათვები კი არიან ტრეიდერები, რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილები კრიპტო ბაზრის მიმართ და ელიან მის შემცირებას.

Bearwhale

ტერმინი ბეარვეილი, იგივე დათვ-ვეშაპი ნიშნავს ტრეიდერს, რომელიც ფლობს უამრავ კრიპტოვალუტას და ელოდება კრიპტო ბაზრის ფასის შემცირებას.

Bitcoin Maximalist

ბიტკოინის მაქსიმალისტები არიან ადამინები, რომელთათვის ერთადერთი ღირებული კრიპტოვალუტა ბიტკოინია, სხვა დანარჩენს კი ფასი არ აქვს.

Blocks

ბლოკი ბლოკჩეინის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საბოლოოდ ქმნის ქსელს. თითოეულ ბლოკში ჩადებულია ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ.

Block Reward

ეს არის მაინერის გასამრჯელო, რომელიც გამომუშავდება ბლოკჩეინში ბლოკის დადასტურებით ან ახალი ბლოკის ქსელში დამატებით.

Bull

ტერმინი ბული, იგივე ხარი ნიშნავს ტრეიდერს, რომელიც კრიპტო ბაზრის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი და ფასების ზრდის იმედი აქვს.

Cold Wallet

ცივი საფულე არის კრიპტოვალუტის შესანახი ციფრული საფულის სახეობა. ის მეტად დაცულია და გამოიყენება დიდი თანხების ხანგრძლივი შენახვის მიზნით.

Consensus

ეს არის პროცესი, რომელსაც დეცენტრალიზებული ქსელი თანხმდება ტრანზაქციების ვალიდურობაზე და კონკრეტული ტრანზაქციის ბლოკში ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს.

Decentralization

ეს არის სისტემის კონტროლის არაცენტრალიზებული მეთოდი, რა დროსაც მთლიანი ჯგუფი წყვეტს ბლოკჩეინში შემავალი პროცესების ვალიდურობას.

DeFi

დეცენტრალიზებული ფინანსები (Decentralized Finance) - ეს არის ღია და მოდულარული ფინანსური სისტემა, სადაც ტრადიციულ სისტემებთან შედარებით მეტი კონტროლის შესაძლებლობაა. DeFi მთავარი მიზანი მომხმარებლების ერთმანეთთან დაკავშირებაა ფინანსური სერვისების მიწოდებისთვის ცენტრალიზებული ბანკის საჭიროების გარეშე.

Diamond hands

ბრილიანტის ხელები ეწოდება პროცესს, როდესაცტრეიდერი ინარჩუნებს არასტაბილურ ინვესტიციას კრიპტოვალუტების მასობრივი გაყიდვის დროს.

Double-spend

ეს არის პროცესი, როდესაც ვინმე ერთი და იმავეკრიპტოვალუტის დახარჯვას სხვადასხვა გზითცდილობს. დეცეტრალიზებული სისტემა ხელს უშლის ამ თაღლითური მიდგომის გავრცელებას.

Exit Scam

როდესაც კრიპტოვალუტის შემქმნელები ინვესტორების ფულის მიღების შემდეგ ქრებიან.

Fiat

მთავრობის მიერ გამოშვებული ვალუტა, მაგ: ლარი, დოლარი, ევრო.

Fomo

სლენგი, რომელიც აღნიშნავს კრიპტოვალუტით პოტენციური სარგებლის ხელიდან გაშვების შიშს

Gas

საკომისიო, რომელიც საჭიროა ეთერიუმის ბლოკჩეინზე ტრანზაქციის ან ჭკვიანი კონტრაქტის შესასრულებლად.

Hash

ეს არის ფიქსირებული სიგრძის უნიკალური კოდი ყველა ციფრული აქტივისთვის. აქტივის მცირე ცვლილების შემთხვევაში, მისი ჰეში რადიკალურად შეიცვლება.

HODL

სლენგი, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტის შენახვისა და შეგროვების პრაქტიკის აღსაწერად.

Hot Wallet

ცხელი საფულე გამოიყენება ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის. მისი უსაფრთხოება არ არის მაღალ დონეზე დაცული, ამიტომ თანხის დიდი ხნით დატოვება ცხელ საფულეშიარაარეკომენდებული.

Lambo

Lamborghini-ს შემოკლებული ვარიანტი. როდესაც ისმის კითხვა ლამბოს შესახებ, იგულისმება ინფორმაციაკონკრეტული მონეტის გაზრდის შესახებ.

Mempool

ციფრული მოსაცდელი სივრცე, სადაც ტრანზაქციები იგზავნება მანამ, სანამ ჩაიწერება ბლოკში.

Mining

ბლოკებში ტრანზაქციების დამატებისა და უზრუნველყოფის პროცესი. მაინერი სპეციალური აპარატურაა, რომელიც გამოითვლისოპერაციებს და გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას.

Moon

როდესაც კრიპტოვალუტის ფასი ძალიან სწრაფად იზრდება.

Nocoiner

ადამიანი, რომელიც არანაირ კრიპტოვალუტას არ ფლობს

Paper Hands

ადამიანი, რომელიც კრიპტოვალუტას მაშინ ყიდის, როდესაც ბაზარზე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

Peer-to-Peer (P2P)

სისტემა, სადაც კომპიუტერები პირდაპირ ესაუბრებიან ერთმანეთს ცენტრალიზებული მხარის ჩართვის გარეშე.

Private Key

„კერძო გასაღები“ არის დამამტკიცებელი ბერკეტი იმისა, რომ თქვენ გაქვთ წვდომა კრიპტოზე, კონკრეტულ საფულეში. კერძო გასაღები არის ერთგვარი პაროლი, რომელიც მხოლოდ საფულის მფლობელმა უნდა იცოდეს.

Public Key

კრიპტოგრაფიკული გასაღები, რომლის მიღება და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კონკრეტული შეტყობინების დასაშიფრად ისე, რომ განშიფრვა მხოლოდ კერძო გასაღებით იყოს შესაძლებელი.

Shill

ადამიანი, რომელიც ალტკოინებს და შიტკოინებს აპიარებს საკუთარი სარგებლისთვის.

Shitcoin

კრიპტომონეტა, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა და მიზანი.

Smart Contract

პროგრამირებადი კონტრაქტი, რომელიც შეიძლება შესრულდეს კონკრეტულ ბლოკჩეინზე, მაგალითად ეთერიუმზე.

Stablecoin

კრიპტოვალუტის ნაირსახეობა, რომელიც ცდილობს მიებას ფიატ ვალუტას ან საქონელს, რათა გაუმკლავდეს კრიპტო ბაზრის ცვალებადობას.

Weak Hands

ადამიანი, რომელიც პანიკურად ყიდის კრიპტოვალუტას, ფასის შემცირების გამო.

Whale

ვეილის ქართული სლენგი ვეშაპია და ეწოდება ადამიანს, რომელიც ფლობს დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტას.