2022-06-09

რა არის StepN? მიმოხილვა და ანალიზი

STEPN არის სოლანას ბლოკჩეინზე შექმნილი WEB3 „ფიტნეს“ აპლიკაცია. შემქმნელების მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წახალისება და პუბლიკის Web 3.0 ტექნოლოგიის ირგვლივ შემოკრება იყო. აპლიკაციის მომხმარებლები აღჭურვილი არიან ციფრული ბოტასებით, რომელთა საშუალებითაც გარეთ შესრულებული აქტივობების მიხედვით -ეს იქნება სიარული, ძუნძული თუ სირბილი, გამოიმუშავებენ ტოკენებს.

  • დასაწყებად უნდა გადმოვწეროთ STEPN-ის აპლიკაცია, დავაფიქსიროთ მეილი, რომელზეც შემდგომ ვერიფიკაციის კოდი მოგვივა.
  • შემდეგი ნაბიჯი არის ვოლეთის შექმნა, აპლიკაცია დააგენერირებს 12 სიტყვიან საიდუმლო ფრაზას, რომელიც გამოყენებული იქნება ვოლეთის აღსადგენად თუ იუზერმა წაშალა აპლიკაცია და პაროლი დაავიწყდა.
  • აუცილებელია სოლანა გადავირიცხოთ ვოლეთზე, რომ შევიძინოთ NFT ბოტასები ვირტუალურ მარკეტზე და საჭიროების შემთხვევაში გადავიხადოთ ე.წ gas fee-ები.

Game-Fi ელემენტები

ქმედების ტიპები (Modes)

აპლიკაციაში გვხვდება ქმედების სამი ტიპი: სოლო, მარათონი და ბექგრაუნდი.

სოლო

NFT ბოტასებით აღჭურვილი იუზერები გარეთ მოძრაობით გამოიმუშავებენ ტოკენებს. ტოკენების გამომუშავების წინაპიროობაა ე.წ „ენერგიის“ ქონა. ყოველი ერთი „ენერგია“ ხუთ წუთიანი აქტივობის შესრულების საშუალებას გაძლევს. ცუდი GPS/ინტერნეტ სიგნალის ან იუზერის მიერ ჩადენილი თაღლითობის აღმოჩენის შემთხვევაში აპი გიწერს Moonwalking-ს, ამ დროს არ გამომუშავდება GST, მეტიც, შესაძლებელია „ენერგიაც“ დაკარგოს მომხმარებელმა.

აქტივობების შესრულებისას იუზერს ერიცხება GST/GMT ტოკენები.

GST/GMT -ის გამომუშავება დამოკიდებულია ოთხ ფაქტორზე:

  1. ციფრული ბოტასის ტიპზე - სასეირნო, საძუნძულო და სარბენი. ერთ დახარჯულ ენერგიაზე ბოტასის ტიპის მიხედვით განსხავავებული ტოკენების რაოდენობის გამომუშავება ხდება.
  2. ბოტასის ეფექტურობის/ქმედითობის ატრიბუტი (efficiency) - რაც უფრო მაღალია მით უფრო მეტი GST გამომუშავდება. იუზერები 0-დან 29 ლეველამდე მხოლოდ GST -ს გამოიმუშავებენ ხოლო 30-ე ლეველზე უკვე არჩევნის გაკეთება შეუძლიათ GST-სა და GMT-ის შორის.
  3. ბოტასის კომფორტის ატრიბუტი - რაც უფრო მაღალია კომფორტის ატრიბუტი მეტი GMT-ის გამომუშავებაა შესაძლებელი.
  4. მოძრაობის სიჩქარე - შემოსავლის მაქსიმიზაციაასთვის იუზერი უნდა ჩაჯდეს ოპტიმალური სიჩქარის რეინჯში. რეინჯიდან ამოვარდნის შემთხვევაში გამომუშავებული ტოკენები 90%-მდე მცირდება (დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენადაა ამოვარდნილი ოპტიმალური სიჩქარის დიაპაზონიდან).

ენერგიის დაცლის შემთხვევაში ტოკენების გამომუშავება წყდება, ამ შემთხვევაში იუზერს შეუძლია სოლოდან გამოსვლა stop ღილაკზე ხელის დაჭერით.

მარათონი

ამჟამად ეს ქმედების ტიპი ისევ განვითარების ფაზაშია. თუმცა იგეგმება იუზერებისათვის ყოველკვირეული და ყოველთვიური მარათონის ტიპის აქტივობების შეთავაზება.

კვირეული მარათონები ჩატარდება ყოველ კვირას და გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში. იუზერებს შეეძლებათ აირჩიონ 2.5 კმ, 5კმ ან 7.6 კმ-იანი მარათონები.

ყოველთვიური მარათონები ჩატარდება ყოველ თვეს და გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში. იუზერებს შეეძლებათ აირჩიონ 5კმ, 10კმ ან 15კმ-იანი მარათონები.

მარათონის ქმედების ტიპის გააქტიურებისათვის მომხმარებელი მარათონის დაწყებამდე 24 საათით ადრე უნდა დარეგისტრირდეს. დასარეგისტრირებლად საჭირო იქნება სარეგისტრაციო შენატანი, რომელიც მარათონის წარმატებით დასრულების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება მომხმარებელს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ე.წ ლიდერბორდის ჯილდოებს დაემატება (Leaderboard rewards). მარათონის მონაწილეები დაგროვილი ქულების მიხედვით შეფასდებიან და დაიკავებენ შესაბამისს რანკს. ლიდერბორდის ტოპ % დაჯილდოვდება GST/GMT პრიზებითა და ოქროს მედლის NFT-ით. მომდევნო ტოპ % GMT-ის პრიზებითა და ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის NFT-ებით. მარათონის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის მედლის NFT.

ბექგრაუნდ ქმედების ტიპი

მაშინ, როდესც აპლიკაციას აქტიურად არ იყენებს იუზერი, GST-ის გამომუშავება მაინც იქნება შესაძლებელი. ბექგრაუნდ ქმედების ტიპი მობილურის Health Data აპიდან დაითვლის განვლილ ნაბიჯებს. იუზერებს გამძლეობისა და ენერგიის პარამეტრების ხარჯები არ ექნებათ ამ ქმედების ტიპის გამოყენებისას.

ბოტასები

ბოტასების ატრიბუტები

  1. ეფექტურობა/ქმედითობა (efficiency) - ეფექტურობის ატრიბუტი დიდ როლს თამაშობს GST-ის გამომუშავებაში. მაღალი ეფექტურობა დახარჯულ ენერგიაზე მეტ GST-ის წერს.
  2. იღბალი(Luck) - ეს ატრიბუტი განსაზღვრავს Mystery Box-ის ხარისხსა და მიღების სიხშირეს.
  3. კომფორტი (Comfort) – GMT-ის გამომუშავებისთვისაა ეს ატრიბუტი და ამჟამად განვითარების ფაზაშია.
  4. მედეგობა ( Resilience) - როცა იუზერი გადაადგილდება გამძლეობა მცირდება თანდათან. მედეგობის ატრიბუტი მოქმედებს გამძლეობის დეგრადირების სიჩქარეზე. მაღალი მედეგობის მქონე ბოტასი გამძლეობას ნელა კარგავს.

იუზერებს შეეძლებათ GST/GMT -ის დაწვით ატრიბუტის ქულების რეგულირება(reset). რაც უფრო ხშირია reset-ი მით უფრო ძვირი იქნება ეს პროცესი, თუმცა აქაც ხარჯების ზედა ზღვარი დაწესდება აპლიკაციის დეველოფმენთთან ერთად.

ბოტასების ტიპები

  1. Walker - სიარულის ოპტიმალური სიჩქარე 1-6 კმ/სთ. დახარჯულ 1 ენერგიაზე საშუალოდ 4 GST-ის გამოიმუშავებს.
  2. Jogger - ძუნძულის ოპტიმალური სიჩქარე 4-10 კმ/სთ. დახარჯულ 1 ენერგიაზე 5 GST-ის გამოიმუშავებს.
  3. Runner - სირბილის ოპტიმალური სიჩქარე 8-20 კმ/სთ. 1 დახარჯულ ენერგიაზე 6GST გამომუშავდება.
  4. Trainer - ოპტიმალური სიჩქარე 1-20 კმ/სთ. 1 დახარჯულ ენერგიაზე 4-6.25 GST.

გამომუშავებული GST -ის რაოდენობა არ არის სტატიკური და დამოკიდებულია ბოტასის ეფექტურობაზე, გამძლეობაზე, ჯიპიესის სიგნალის ხარისხზე და რენდომიზაციის ელემენტზე.

ბოტასების ხარისხი

ბოტასის დამინთვისას ატრიბუტის ღირებულება რენდომად იქნება არჩეული მინიმუმი-მაქსიმუმის საზღვრებში ბოტასის ხარისხის მიხედვით. ხუთი ხარისხის ტიპი გვხდება სულ: ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი, იშვიათი, ეპიკი და ლეგენდარული.

ბოტასის დონეები

სულ ჯამში გვხდება 30 ლეველი. იუზერები GST-ის წვამენ რომ ბოტასები შემდეგ ლეველზე გადაიყვანონ. ყოველი მომდევნო ლეველი უფრო მეტი GST-ის დაწვას საჭიროებს. 29-დან 30-ე ლეველზე გადასასვლელად GMT-ის დაწვაა საჭირო. იმის მიხედვით თუ რა ხარისხის ბოტასი გაქვს შემდეგ ლეველზე ასვლამდე გერიცხება დამატებითი ატრიბუტის ქულები.

გარკვეული ლეველების მიღწევისას დამატებითი ფუნქციონალიც გემატება.

Gems and Sockets

როდესაც ბოტასს გარკვეულ ლეველებზე გადაიყვან, ბოტასის ატრიბუტის ქულების გასაუმჯობესებლად გემატება Socket ფუნქციონალი. ატრიბუტების რეპრეზენტაციისათვის გვაქვს 4 ტიპის Gem-ი.

  1. ყვითელი - ეფექტურობის
  2. ლურჯი - იღბალის
  3. წითელი - კომფორტის
  4. იასამნისფერი - მედეგობის

ამ Gem-ებს ათავსებენ შესაბამის Socket-ში. თავად Gem-ების აპგრეიდიც შესაძლებელია და გვხდება სულ 9 ლეველი. Gem-ი რომ დააპგრეიდო GST-ი უნდა დაწვა. მომდევნო ლეველის ერთი Gem-ი რომ მიიღო წინა ლეველის სამი Gem-ი უნდა გამოიყენო კომბინაციაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 1-5 ლეველებზე Gem-ების აპგრეიდს არ აქვს 100%-იანი წარმატების შანსი. წარუმატებელი აპგრეიდისას იუზერი კარგავს Gem-ებს.

ბოტასის 5, 10 , 15 და 20 ლეველებზე იხსნება ერთი Socket-ი. რაც უფრო მაღალია Socketის ხარისხი მით უფრო მეტად იზრდება ბოტასის ატრიბუტის ქულები მასში Gem-ის მოთავსებისას. იუზერებისათვის Socket-ის გახსნამდე ხილულია Socket-ის ტიპი თუმცა არა ხარისხი, რომელიც განისაზღვრება თავად ბოტასის ხარისხით.

ბოტასების დამინთვა

აპლიკაციაში გვხდება ბოტასების დამინთვის ე.წ შეჯვარების პროცესი. ბოტასის დამინთვაში მონაწილეობს ორი NFT ბოტასი და „შეჯვარების“ შედეგად ვიღებთ ბოტასის ყუთს (ბოტასიანად :D). მშობელ ბოტასებს ეწოდებათ ვინტაჟები. შვილი ბოტასის ხარისხი და ტიპი დამოკიდებულია მშობელი ბოტასების ხარისხზე და ტიპზე. ერთ ბოტასზე მაქსიმუმ 7 შეჯვარების პროცესის ჩატარებაა შესაძლებელი. შეჯვარებებს შორის დაშორება მინიმუმ 48 საათი უნდა იყოს ( 48 საათიანი Cool down პროცესი).

ხარჯი

GST-ის ფასის დინამიკა განსაზღვრავს დამინთვისათვის საჭრო GST-ებისა და GMT-ების რაოდენობას.

ამჟამინდელი დამინთვის ხარჯების სქემა როდესაც GMT < GST:

  1. როცა GST < $2, დამინთვის ხარჯია 200 GST
  2. როცა $2 < GST < $3, დამინთვის ხარჯია 120 GST & 40 GMT
  3. როცა $3 < GST < $4 , დამინთვის ხარჯია 120 GST & 80 GMT
  4. როცა $4 <GST <$8, დამინთვის ხარჯია 100 GST & 100 GMT
  5. როცა 8$ < GST <$10, დამინთვის ხარჯია 80 GST & 120 GMT
  6. როცა GST > $10, დამინთვის ხარჯია 40 GST & 160 GMT

ხარჯების სქემა იმ შემთხვევისთვის, როდესაც GMT > GST ფასზე ჯერჯერობით ისევ განვითარების ფაზაშია და დაემატება მომავალში პროექტის ოფიციალურ დოკუმენტს.

საყურადღებოა ისიც, რომ დამინთვის ხარჯების სქემა ყოველდღიურად აფდეითდება.

Game-Fi სისტემები

ტოკენების გამომუშავების მექანიზმი

სოლო მოქმედების ტიპზე გვაქვს დღიური ენერგიისა და ტოკენების ზედა ზღვარი. დღიური ენერგიის ზედა ზღვარია 20, თუმცა მისი გაზრდა შეიძლება ბოტასის ხარისხის გაზრდასთან ერთად. GST-ების გამომუშავების ზედა ზღვარია 300, თუმცა მისი გაზრდაც შეიძლება სხვადასხვა ლეველებზე გადასხვლისას ან GMT-ების დაწვისას. თუმცა უკანასკნელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ყოველდღიური ზედა ზღვრის 90%-ს მიაღწევს იუზერი. აღსანიშნავია, რომ GMT-ის ყოველდღიურს გამომუშავებას ზედა ზღვარი არ გააჩნია.

GST-ის გამომუშავება დამოკიდებულია:

  1. მთლიან ენერგიაზე
  2. მოძრაობის სიჩქარეზე
  3. ბოტასზე ( ტიპი, ხარისხი, ატრიბუტი და ლეველი)
  4. Gem-ზე (ტიპი, ლეველი)
  5. NFT ემბლემაზე

ენერგია

ყოველ 6 საათში ხდება ენერგიის 25%-იანი აღდგენა. იუზერი იწყებს 1 ბოტასითა და ყოველდღიური 2 ენერგიით, თუმცა რაც უფრო მეტ ბოტასს ფლობ საწყისი ენერგია მით მეტი გაქვს.

ასევე დამატებითი ენერგია გექნება თუ მაღალი ხარისხის ბოტასს ფლობ: არაჩვეულებრივ ბოტასზე +1 ენერგია, იშვიათზე +2, ეპიკზე+3 და ლეგენდარულზე +4.

ანტი-სათაღლითო სისტემა

იმისათვის რომ აპლიკაციის მომხმარებელმა არ ითაღლითოს გამოიყენება ჯიპიესი, მოძრაობის სენსორი, მობილურის Health Data და მანქანური სწავლების მეთოდები. თაღლითობის დადგენის შემთხვევაში იუზერი დაისჯება.

საკომისიების სისტემა

მარკეტზე ვაჭრობას თან ახლავს როგორც ვაჭრობის საკომისიო ასევე NFT კრეატორების სალიცენზიო გადასახადი. საკომისიო გადასახდი აქვს დამინთავს და ბოტასის ქირაობასაც.

გაქირავების სისტემა

2022 წლის მესამე კვარტლიდან აპლიკაციას დაემატება ბოტასების გაქირავებს ფუნქციონალიც. სტანდარტული გაქირავების კონტრაქტი გაგრძელდება 24 საათით, თუმცა იუზერს თუ კარგი საკრედიტო რეიტინგი აქვს 7 დღემდეც კი შეიძლება კონტრაქტის ხანგრძლივობის გაზრდა. კონტრაქტის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში იუზერს უმცირდება საკრედიტო რეიტინგი, ხოლო წარმატებით შესრულების შემთხვევაში ემატება. გამომუშავებული ტოკენების განაწილებაზე ინფორმაციაც კონტრაქტში იქნება დაზუსტებული.

საკრედიტო რეიტინგის გასაზრდელად იუზერმა უნდა დაწეროს ქვიზები, მას შემდეგ რაც 2/5 -ს აცდება მისი საკრედინტო რეიტინგი მაშინ შეძლებს ბოტასის ქირაობას.

ეკოსისტემის ფონდი და Governance-ი

მარკეტზე ვაჭრობის და სალიცენზიო საკომისიოები ინახება გუნდთან, გუნდის მოგების მინიმუმ 5% უბრუნდება ეკოსისტემას. დანარჩენი საკომისიოები მიდის STEPN-ის სახაზინო პულში, რომლესაც „განკარგავენ“ GMT-ის სთეიქერები.

დასთეიქებული GMT-ების დალუქვის შემთხვევაში ლოქინგ პერიოდების ხანგრძლივობის მიხედვით იზრდება ხმის მიცემის წონა.

გუნდი

STEPN -ის დამაარსებლების - ჯერი ჰუანგისა და იან რონგის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ჯერი Zhejiang - ის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დიპლომს ფლობს კომპიუტერ მეცნიერებებში. STEPN-მდე ჯერი Falafel Games-ის თანადამფუძნებელიც იყო. რაც შეეხება იანს მან მაგისტრატურა სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში გაიარა საჯარო ურთიერთობებსა და ციფრულ მარკეტინგში. იანს კრიპტო სამყაროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: STEPN-მდე იგი ალგორენდის ბიზნეს ამბასადორი იყო, South Australian Blockchain Association- ის წარმომადგნელი და Crypto SA-ის თანადამფუძნებელი.

აპლიკაციის უკან დგას ავსტრალიური IT სერვისებისა და ქონსალთინგის კომპანია FindSatoshi Lab LTD.

პროექტის მხარდამჭერები:

აპპის სტატისტიკა

ტოკენომიკა

STEPN-ის ეკოსისტემაში გვხვდება ორი ტოკენი: GMT და GST.

GST

Green Satoshi Token (GST) - არის ე.წ გეიმ ტოკენი. გვხვდება ბაინანს სმარტ ჩეინსა და სოლანას ჩეინებზე. იუზერებს მისი გამომუშავება სოლო და ბექგრაუნდ მოუდებში შეუძლიათ.

GST-ის მიწოდება არ არის შეზღუდული თუმცა აქვს წვის მექანიზმი, რომელიც მუშაობს შემდეგ შემთხვევებში:

  1. ფეხსაცმელების დამინთვა
  2. „შეკეთება“
  3. ბოტასის ლეველიდან ლეველზე გადასვლა
  4. Gem-ების აფგრეიდი
  5. Socket-ების unlocking-ი

ამჟამად ტოკენის ფასი $2.18-ია და მარკეტის კაპიტალიზაცია $123,725,750.

GMT

Green Metaverse Token (GMT) - არის ე.წ გავერნენს ტოკენი, გვხდება ბაინანს სმარტ ჩეინსა და სოლანას ჩეინზე. მისი მაქსიმალური მიწოდებაა 6,000,000,000. ყოველ დღე GMT-ების გარკვეული რაოდენობა ჩადის მიწოდებაში. სამ წელიწადში ერთხელ იქნება GMT-ის ე.წ ჰალვინგი. GMT-ის გამომუშავება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია იუზერს თუ 30-ე ლეველს მიაღწევს. GMT-ის გამომუშავების დამატებითი პრერეკვიზიტია მინიმუმ სამი ენერგიის ქონა. რაც უფრო მეტი comfort ატრიბუტი აქვს ბოტასს მით მეტ GMT-ის გამოიმუშავებს, თუცა საყურადღებოა ისიც, რომ როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ ტოკენების გამომუშავებას თან გასდევს რენდომ კომპონენტიც ამიტომ ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.

GMT აქვს წვის მექანიზმიც:

  1. 5/10/20/29/30 ლეველების მისაღწევად
  2. 4+ ლეველ Gem-ების აფგრეიდისათვის
  3. ატრიბუტის ქულების რედისტრიბუციისათვის
  4. GST-ების დღიური ნორმის გასაზრდელად
  5. მაღალი ხარისხის ბოტასის მისაღებად Shoebox ხარისხის გაზრდა
  6. ფეხსაცმლის დამინთვისას ორი ბოტასის ამოსვლის ალბათობის გასაზრდელად

GMT-ის განაწილება

GMT დალისტულია ისეთ ბირჟებზე როგოგორიცაა: Binance, Coinbase, Kraken, Gate.io..

ამჟამად ცირკულირებაშია მიწოდების 10%, მოცემულ მომენტში ფასი $1.25-ია და $747,486,500 ღირებულების მარკეტის კაპიტალიზაციით 66-ე ადგილზეა coinmarketcap.com-ის მიხედვით.

მიუხედავათ იმისა, რომ ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს STEPN -ისავით პოპულარული move-to -earn აპლიკაციები, STEPN-ის მოკლე დროში გაპოპულარებამ სხვა დეველოპერებსაც მისცა მოტივაცია მსგავსი აპლიკაციები შეექმნათ- როგორებიცაა: Step App, Aglet და სხვა.